მარიამ ჯაში: ჩვენი ფრაქციის 7 ხმა გარანტირებული აქვს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს

ჩვენი ფრაქციის 7 ხმა გარანტირებული აქვს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს”-ამის შესახებ, ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარე, მარიამ ჯაშმა განაცხადა.

” ფრაქცია დამოუკიდებელი დეპუტატები და ასევე, ახლად შექმნილი პარტიის, ” ჩვენი საქართველოს სოლიდარობის ალიანსის” სახელით, გიდასტურებთ სრულ მხარდაჭერას საკონსტიტუციო ცვლილებების გატარებასთან დაკავშირებით. ჩვენი ფრაქციის 7 ხმა გარანტირებული აქვს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს”-ამბობს მარიამ ჯაში.

ცნობისთვის, საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით დღეს, 21 ივნისს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განიხილავენ.

ცვლილებებს დასამტკიცებლად სულ მცირე 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

კონსტიტუციური პროექტის გათვალისწინებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება – პარლამენტში აირჩევა 120 წევრი პროპორციული და 30 წევრი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით.

ცვლილებებით განისაზღვრება, რომ პროპორციული არჩევნები ჩატარდება ერთპროცენტიანი საარჩევნო ბარიერის პირობებში და საარჩევნო ბლოკებისთვის ბარიერი განისაზღვრება ერთი პროცენტისა და ბლოკში შემავალი პარტიების ნამრავლით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად