მარიამ ჯაში: აქცენტი პირველად ჯანდაცვაზე და მსუბუქი შემთხვვევების ბინაზე მართვაზე უნდა გაკეთდეს

ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, დამოუკიდებელმა დეპუტატმა მარიამ ჯაშმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“არცერთი ასაკობრივი ჯგუფი არ არის დაცული კორონავირუსის ინფექციისგან, ჩვენ ევროპაშიც ვხედავთ ბავშვებსა და ახალგაზრდებში საკმაოდ მძიმე მიმდინარეობას, ერთეულ შემთხვევებს, მაგრამ უნდა ვიყოთ ფრთხილად. აქცენტი უნდა გაკეთდეს პირველად ჯანდაცვაზე, მაქსიმალურად მსუბუქი შემთხვევების ბინაზე მართვაზე, რათა არ მოხდეს ჰოსპიტალური სექტორის არა მხოლოდ გადატვირთვა, არამედ ჩვენ დავიცვათ ჩვენი მედიკოსები, რომ სამედიცინო პერსონალი არ გახდეს ინფექციის გავრცელების წყარო”, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად