მარიამ გაფრინდაშვილმა “რუსთავი 2” დატოვა

ამის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“ყველაზე მძიმე გადაწყვეტილება მივიღე ჩემს ცხოვრებაში.საერთოდ არ ვიცი ხვალ რომ გათენდება რა უნდა გავაკეთო. 30 წლის ვარ და აქედან 12 წელი “რუსთავი2”-ში გავატარე.ამ არხთან ერთად გაიარა ჩემი ცხოვრების ყველა უბედურებამ,ბედნიერებამ და სიხარულმა.მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც მომცა შანსი მემუშავა არხზე რომლიც ჩემი ცხოვრების მთავარ ამბად იქცა 🙂 მე მივდივარ ერთადერთ მისამართზე და ეს არის ჩემი სახლი დღეს თბილისში -ხვალ ჩემს საყვარელ ჭიათურაში. არასდროს მაინტერესებდა და არც ახლა ვინტერესდები არავის პოლიტიკური მოლოდინებით.12 წელი ვიყავი ქუჩის რეპორტიორი და ახლა ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი და სევდიანი ამბის დასასრულია ” – წერს მარიამ გაფრინდაშვილი.

ცნობისთვის, გუშინ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ საგანგებო პრესკონფერნციაზე განაცხადა, რომ  “რუსთავი 2”-დან საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე, ასევე გადაცემა “არჩევანის” წამყვანი გიორგი გაბუნია, გიორგი ლაფერაშვილი, გადაცემა “ნანუკას შოუს” წამყვანი  ნანუკა ჟორჟოლიანი და გადაცემა “კვირის აქცენტების” წამყვანი  ეკა კვესიტაძე სამსახურიდან გაათავისუფლა.

მოგვიანებით კი 21:00 საათიანი “კურიერი” პტოტესტის ნიშნად დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა პირდაპირ ეთერში დატოვეს.

შეგახსენებთ, დღეს “კურიერის” 12:00 საათიანი, 15:00 საათიანი,18:00 საათიანი და არც 21:00 საათიანი “კურიერი”  ეთერში არ გასულა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...