მარიამ ჩახვაშვილი: ენერგოკომპანიების ფინანსური მდგომარეობის შესანარჩუნებლად ტარიფის გაზრდა აუცილებელია

Galt&Taggart-ის უფროსი ანალიტიკოსი მარიამ ჩახვაშვილი მიიჩნევს, რომ ელექტროენერგეტიკის სექტორში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ენერგოკომპანიებს რომ ფინანსური მდგომარეობა შეუნარჩუნდეთ, სამომხმარებლო ტარიფების გაზრდა აუცილებელია.

ანალიტიკოსის მოლოდინით, ტარიფების ზრდა დიფერენცირებული იქნება საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისა და კომერციული მომხმარებლებისათვის, თუმცა, ტარიფების ზრდის მოცულობის დასახელებისგან თავს იკავებს.

ელექტროენერგიის არსებულ ტარიფებს, რომლებიც სემეკმა 2017 წელს სამი წლის ვადით დაადგინა, 31 დეკემბერს გასდის ვადა. ახალი ტარიფის დასადგენად კომისიის სხდომა 29 დეკემბერსაა ჩანიშნული.

დღეის მდგომარეობით, „თელასის“ აბონენტებისთვის 0 კვტ.სთ-დან 101 კვტ.სთ-ის ჩათვლით სამომხმარებლო ტარიფი, დღეის მდგომარეობით, დღგ–ს გარეშე 12.325 თეთრს, ხოლო დღგ–ს ჩათვლით 14.544 თეთრს შეადგენს. 101 კვტ.სთ-დან 301 კვტ.სთ-ის ჩათვლით – დღგ–ს გარეშე 15.725 თეთრი, ხოლო დღგ–ს ჩათვლით 18.556 თეთრია. ხოლო 301 კვტ.სთ-დან და მეტი, შესაბამისად, 19.525 და 23.040 თეთრი ღირს.

სს „ენერგო–პრო ჯორჯიას“ საყოფაცხოვრებო მომხმარებელთა ტარიფებს რაც შეეხება, 0 კვტ.სთ-დან 101 კვტ.სთ-ის ჩათვლით დღგ–ს გარეშე 12.065 თეთრი, ხოლო დღგ–ს ჩათვლით 14.237 თეთრს შეადგენს. მოხმარებული 101 კვტ.სთ-დან 301 კვტ.სთ-ის ჩათვლით, შესაბამისად, 15.435 და 18.213 თეთრია, ხოლო 301 კვტ.სთ-დან და მეტი – 19.265 და 22.733 თეთრია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად