მარიამ ბოლქვაძე რეიტინგში 51 ადგილით დაწინაურდა, ნიკოლოზ ბასილაშვილი მე-16 ადგილზეა (ვიდეო)

აშშ-ის ღია პირველობის სამოცდამეოთხედფინალურ შეხვედრაში ჩოგბურთელ ქალთა ასოციაციის რეიტინგში 70-ე ადგილზე მყოფი მასპინძელი ბერნარდა პერა დაამარცხა.

ამ გამარჯვებამ მარიამ ბოლქვაძე რეიტინგში 30 ადგილით დააწინაურა და ამჟამად მას 398 ქულით 151-ე ადგილი უკავია. ამერიკის ღია პირველობის საკვალიფიკაციო წრის დაწყების წინ მარიამი რეიტინგში 202-ე ადგილზე იყო. საკვალიფიკაციო სამი რაუნდის და ძირითად ბადეში მოხვედრის შემდეგ სამოცდამეოთხედფინალში გამარჯვებამ მარიამ ბოლქვაძის ყულაბას 105 ქულა შემატა და იგი 51 ადგილით დაწინაურდა.

ოცდამეთორმეტედფინალურ შეხვედრას მარიამ ბოლქვაძე რეიტინგში ამჟამად მე-2 ადგილზე მყოფ ჩეხ კაროლინა პლიშკოვასთან გამართავს.

აშშ-ის ღია პირველობის დაწყების წინ რეიტინგში მე-18 ადგილზე მყოფ ნიკოლოზ ბასილაშვილს შარშანდელ შეჯიბრებაზე მოპოვებული 180 ქულა ჩამოაკლდა, თუმცა, იმის გამო, რომ მასზე წინ მყოფმა არგენტინელმა ხუან მარტინ დელ პოტრომ 1200 ქულა დაკარგა, ხოლო ამერიკელმა ჯონ ისნერმა 350 ქულა, ნიკოლოზ ბასილაშვილი რეიტინგში მე-16 ადგილზე გადავიდა.

ამჟამად ნიკოლოზ ბასილაშვილს 1850 ქულა აქვს და 20 ქულით ჩამორება მის წინ, მე-15 ადგილზე მყოფ სამხრეთ აფრიკელ კევინ ანდერსონს. ეს უკანასკნელი აშშ-ის ღია პირველობაზე არ მონაწილეობს და ამერიკელ ჯენსონ ბროკსბისთან (N268) ოცდამეთორმეტედფინალურ მატჩში გამარჯვების შემთხვევაში ნიკოლოზ ბასილაშვილი მე-15 ადგილზე გადაინაცვლებს.

მეთექვსმეტედფინალში გასვლის შემთხვევაში ნიკოლოზ ბასილაშვილი ამერიკელ რეილი ოპელკას (N43), რომელმაც მოულოდნელი მარცხი აწვნია იტალიელ ფაბიო ფოგნინის (N10), და ესპანელ ხაუმე მუნარს (N105) და გერმანელ დომინიკ კიოპფერს (N115) შორის გამარჯვებულს შეხვდება. მეოთხე წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილის გასვლის შემთხვევაში მისი ყველაზე მეტად სავარაუდო მეტოქე რუსი დანილ მედვედევია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად