მარია ზახაროვა ტექნოლოგიების მოპარვის თაობაზე აშშ-ს ბრალდებებს უარყოფს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა საკუთარ Facebook-ის გვერდზე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის მრჩევლის ჯონ ბოლტონის სიტყვებს გამოეხმაურა, რომელმაც რუსეთი ამერიკული სარაკეტო ტექნოლოგიის მოპარვაში დაადანაშაულა.

”საინტერესო იქნება, გამოვთვალოთ რამდენი და რა ტექნოლოგიები მოიპარა აშშ-მა სხვადასხვა ქვეყნებიდან მთელ მსოფლიოში. გაუფრთხილდით თქვენს დასვენებას, ”- განაცხადა ზახაროვამ და ჯონ ბოლტონს შეახსენა, რომ აშშ-ს დაყადაღებული აქვს რუსეთის საკუთრებაში არსებული უამრავი უძრავი ქონება, მათ შორის რუსეთის გენერალური საკონსულოს შენობა და გენერალური საკონსულოს რეზიდენცია სან-ფრანცისკოში.

როგორც ცნობილია, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრაპის მრჩეველმა ჯონ ბოლტონმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთი ახალი ჰიპერხმოვანი იარაღის შესაქმნელად აშშ-ს ტექნოლოგიებს პარავს.

2016 წელს, აშშ-ს ხელისუფლებამ 35 რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გამოაძევა. 2017 წელს შეერთებულმა შტატებმა სან-ფრანცისკოში რუსეთის გენერალური საკონსულოს შენობა დახურა, ასევე საკონსულო დაწესებულებები დაიხურა ვაშინგტონსა და ნიუ – იორკში. გადაწყვეტილება რუსეთში ამერიკული დიპლომატიური მისიის შემცირების საპასუხოდ მიიღეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...