მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი: საქართველოს პრიორიტეტი ევროპის საბჭოს პრიორიტეტია

ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩმა, თბილისში, საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

„საქართველო აღნიშნავს მე-20-ე წლისთავს, რომელიც ძალიან კარგად ემთხვევა პირველ უმნიშვნელოვანეს მოვალეობას საქართველოს ევროპის საბჭოს კომიტეტის თავმჯდომარეობისა და ძირითადი ამოცანა გახლავთ, მოვამზადოთ საქართველო თავმჯდომარეობისთვის, რაც 27 ნოემბერს განხორციელდება.

მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ დავით ზალკალიანს ბრწყინვალე მასპინძლობისთვის, რადგან შეხვედრების პროგრამები საკმაოდ ყოვლისმომცველია.

მოკლე ვიზიტის პირობებში მაქვს საუკეთესო შესაძლებლობა, მოვახდინო აზრების გაცვლა და მოვამზადო საქართველოს თავმჯდომარეობის პროცესი ყველა საკითხთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს აწუხებს, ოკუპირებულ ტერიტორიებთან სიტუაციის ჩათვლით, როგორც გენერალური მდივანი, ჩვენ ვახორციელებთ სიტუაციის მონიტორინგს და ასევე მინდა გამოვხატო შეშფოთება ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ეხება უსაფრთხოებასა და ჰუმანიტარულ მდგომარეობას აღნიშულ ტერიტორიებზე და დარწმუნებული ვარ, კონსოლიდირებულ მოხსენებას, რომელსაც განვიხილავთ, მიმართული იქნება, რათა დამშვიდდეს სიტუაცია და მიგვიყვანოს აღნიშნული საკითხის მშვიდობიან მოგვარებამდე, როგორც საქართველოსთვის, ასევე ევროსაბჭოსთვის და ზოგადად ევროპისთვის.

საქართველოსთვის შემიძლია განვაცხადო, რომ ჩვენ ვხედავთ და მაღალ შეფასებას ვაძლევთ პროგრესს, განსაკუთრებით იმ მიმართულებას, რომელიც ეხება კორუფციას, გენდერულ საკითხებს, ბავშვების უფლებებს…

ასევე მაღალი შეფასება მინდა მივცე ჩვენს წარმომადგენლებს საქართველოში, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულები, რათა სამოქმედო გეგმის რეალიზება მომხდარიყო. ეს გეგმები მიანიშნებს, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვახდენთ ინვესტირებას დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საქართველოში.

ძალიან ბევრია საქართველოს თავმჯდომარეობის სახით გასაკეთებელი ჩვენთვის, ევროპის საბჭოში, მომავალში, ჩვენ კიდევ ერთხელ აღვნიშნავს ერთგულებას სტანდარტებისა და ღირებულებებისადმი და დღევანდელი ევროპის საჭიროებებისა და მსოფლიო საჭიროებების თვალსაზრისით მინდა აქაც აღვნიშნო, რომ ყველა პრიორიტეტი, საქართველოს პრიორიტეტი ევროპის საბჭოს პრიორიტეტია, მაგრამ ჩვენი დღევანდელი შეხვედრა ხაზს უსვამს ადამიანის უფლებათა დაცვის, გარემოს დაცვის პრიორიტეტებს.“ – განაცხადა მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩმა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, თბილისს ოფიციალური ვიზიტით საქართველოს მომავალ თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით ეწვია. 27 ნოემბრიდან საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა 6 თვით გახდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად