მარია კოლესნიკოვას 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

ბელარუსის ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს წევრ მარია კოლესნიკოვას შესაძლოა ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოს. ამის შესახებ მარია კოლესნიკოვას მამა აცხადებს.

მისივე თქმით, კოლესნიკოვა დააპატიმრეს ბელარუსის საგარეო უსაფრთხოების, მისი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობის საზიანოდ განხორციელებული ქმედებების გამო (ბელარუსის სისხლის სამართლის კოდექსის 361-ე მუხლის მე-3 ნაწილი).

აქამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მარია კოლესნიკოვა წინასწარი დაკავების იზოლატორში, მინსკში, ვოლოდარსკის ქუჩაზე იყო მოთავსებული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად