მარია კაზაკოვას და გიორგი რევიას წყვილი ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიოში მეორეა

მარია კაზაკოვას და გიორგი რევიას წყვილი ფიგურულ სრიალში მსოფლიოში მეორეა

ბრწყინვალედ იასპარეზა შეჯიბრებაზე მარია კაზაკოვას და გიორგი რევიას დუეტმა. ქართველმა ფიგურული სრიალის სპორტული ცეკვის ოსტატებმა შეჯიბრების პირველ დღეს რიტმულ ცეკვებში 69,98 ქულით მოიპოვეს მეორე ადგილი და მცირე ვერცხლის მედლები, დღეს კი თავისუფალ ცეკვაში 106,21 ქულით გახდნენ მეორე ადგილის და მეორე მცირე მედლის მფლობელები.

ორი დისციპლინის ჯამში დაგროვებული 176,19 ქულით მარია კაზაკოვას და გიორგი რევიას წყვილი მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა

1, ეივინლი ნგუენი/ვადიმ კოლესნიკი (აშშ) – 177,18, (68,27+108,91)

2. მარია კაზაკოვა/გიორგი რევია – 176,19 (69,98+106,21)

3. ელიზავეტა შანაევა/დევიდ ნარიჟნი (რუსეთი) – 175,17 (70,03+105,14

მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად