მარია კაზაკოვა და გიორგი რევია ყინულზე სპორტულ ცეკვებში პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების საგზურის მფლობელები გახდნენ (ვიდეო)

გერმანიაში დასრულდა ასპარეზობა ნებელჰორნის თასზე ყინულზე სპორტულ ცეკვებში

სპორტულ ცეკვაში ნებელჰორნი თასზე მონაწილეები პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ბოლო 4 საგზურის მოსაპოვებლად იბრძოდნენ.

მოკლე პროგრამით ასპარეზობის შემდეგ თამაშდება და მოკლე პროგრამის შემდეგ ნებელჰორნის თასზე მოასპარეზე მარია კაზაკოვას და გიორგი რევიას 66,95 ქულით მე-5 ადგილი ეკავა და ვინაიდან მსოფლიო ჩემპიონატზე მოპოვებული საგზურის შემდეგ გერმანიას კვოტა ამოწურული ჰქონდა, ქართველ სპორტსმენებს საგზურის მოსაპოვებლად თავისუფალ პროგრამაში მათ უკან მდგომთა გადასწრება არ უნდა დაეშვათ.

თავისუფალი პროგრამით მარია კაზაკოვამ და გიორგი რევიამ 106,25 ქულა დააგროვეს და მე-2 ადგილი დაიკავეს, ჯამში კი მათ მე-3 ადგილი დაიკავეს და პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამასების საგზური მოიპოვეს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების საგზური კარინა საფინას და ლუკა ბერულკავას წყვილმა მოიპოვა, ხოლო ქალთა და კაცთა ერთეულთა თანრიგში მოსპარეზეებს, ალინა ურუშაძეს და მორის ყვითელაშვილს საგზურები მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლის შედეგებით ჰქონდათ განაღდებული

კომენტარები
იტვირთება...