მარგველაშვილი: ვერაფერი რომ ვერ მიქნეს კონსტიტუცია შეცვალეს, ვეტოს ვადებდი რასაც მინდოდა

ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა “კავკასიის” ეთერში პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის შეწყალების საქმეზე საუბრისას განაცხადა.

გიორგი მარგვეალშვილის თქმით, ის არ აპირებს პრეზიდენტის გაკრიტიკებას შეწყალების საქმეზე. ამასთან იხსენებს მისი პრეზიდენტობის შეწყალებულ საქმეებს და ამბობს რომ ერთადერთი ნათესავი, ვინც იცოდა და შეწყალა, მისი ცოლის ძმაა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი დასძენს რომ უშიშროების საბჭო დახურვა ყველაზე დიდი შეცდომა იყო. ხელისუფლება ყველანაირად ცდილობდა მის შეზღუდავას, თუმცა არაფერი გამოუვიდათ.

“უშიშროების საბჭო დახურეს… აი რომ ვერაფერი ვერ მიქნეს, არც იქიდან გამოვედი, რასაც მინდოდა ვეტოს ვადებდი. ვიყავი ჩვეულებრივი, რიგითი ხალხის ხმა პოლიტიკაში. როდესაც ვერაფერი ვერ მიქნეს კონსტიტუცია შეცვალეს. კონსტიტუცია შეცვალეს, ქვეყანა რომელიც ასეთ გეპოლიტიკურ სივრცეშია უშიშროების საბჭო გააქრეს “,-ამბობს მარგველაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად