მარგველაშვილი საერთაშორისო თანამეგობრობას აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რუსთაველის გამზირზე, საპროტესტი აქციაზე მივიდა და საქართველოში აკრედიტირებულ საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა.

“ჩვენი სისხლი, რაც 30 წლის წინ ჩვენ და ჩვენმა მამებმა აქ დაღვარეს, რითიც მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა, ტყუილა არ მომხდარა. მოდით და ნახეთ როგორ დამოუკიდებლობიდან ჩვენი შვილების თაობა ქმნის თავისუფალ ქვეყანას.

მინდა მივმართო აგრეთვე მმართველ პოლიტიკურ გუნდს. ერთ-ერთმა თქვენმა ლიდერმა, როგორც მითხრეს, დათვლა დაიწყო და 200 კაცზე მეტს ვეღარ კრიბავენო. აქ ხალხს არ კრიბავენ, აქ ხალხი იკრიბება, იკრიბება თავისუფალი ნების საფუძველზე. (არავინ) ნუ ზომავთ ასე, რომ ვიღაცა ვიღაცას კრებს, არა, თავისუფალი ხალხი თვითონ იკრიბება. ნუ ზომავთ რაოდენობით, ეს არ არის რაღაცა მევახშის საზომით საზომი ამბავი. თავისუფალი ხალხის თავისუფალი შეკრება სულ რომ მეათედი იყოს აქ ბევრად უფროს მეტის გამკეთებელია, ვიდრე 100 და 200 და 300, 1000 მოყვანილი, შეკრებილი სწორედ. მოდით და თქვენც ჩაერთეთ ამაში. მოდით და ნაწილი იყავით ახალი საქართველოს მშენებლობის, იმიტომ რომ აქ დაყენებული მოთხოვნები არის სამართლიანი.

მე მინდა მივმართო საერთაშორისო თანამეგობრობას და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებიც თბილისში არიან. ნუ გგონიათ, რომ საქართველოს იპოვნით დახურულ კაბინეტებში და დახურულ შეხვედრებზე, მოდით აქ და დაესწარით ახალი საქართველოს შექმნა.

დღეს, მინდა მივმართო “რუსთავი 2″-ის ჟურნალისტებს, ვისაც დღეს შეიძლება მორალურად უჭირს. ეს მიტინგი, რაც აქ დგას და ეს ღირსების ერთი თვე, რომელიც (რომლებიც) აქ გავიდა, აი, ეს მიტინგი არის დასტური იმისა, რომ თქვენ იდეებისთვის, თავისუფლებისთვის ბრძოლა ყოველთვის სიკეთით არის. იცოდეთ, რომ ამ ბრძოლაში თქვენ არა ხართ მარტო. დაიცავით სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, იყავით მტკიცედ, იცოდეთ, რომ საქართველოს მოქალაქეები თვლიან, რომ ეს არხი თქვენია”- განაცხადა გიორგი მარგველაშვილიმა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...