მარგველაშვილი “რუსთავი 2-ის” ჟურნალისტებს: მოქალაქეები თვლიან, რომ ეს არხი თქვენია!

“იცოდეთ, რომ ამ ბრძოლაში თქვენ არა ხართ მარტო”,-ამის შესახებ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტი აქციაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“დღეს, მინდა მივმართო “რუსთავი 2″-ის ჟურნალისტებს, ვისაც დღეს შეიძლება მორალურად უჭირს. ეს მიტინგი, რაც აქ დგას და ეს ღირსების ერთი თვე, რომელიც (რომლებიც) აქ გავიდა, აი, ეს მიტინგი არის დასტური იმისა, რომ თქვენ იდეებისთვის, თავისუფლებისთვის ბრძოლა ყოველთვის სიკეთით არის.

იცოდეთ, რომ ამ ბრძოლაში თქვენ არა ხართ მარტო. დაიცავით სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, იყავით მტკიცედ, იცოდეთ, რომ საქართველოს მოქალაქეები თვლიან, რომ ეს არხი თქვენია”- განაცხადა გიორგი მარგველაშვილიმა.

შეგახსენებთ, 31 დღეა რაც რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების გამო, შს მინისტრის გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომას ითხოვენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...