მარგველაშვილი: როცა პრეზიდენტი ხარ, ყოველთვის შავ დღეში ხარ, თუ არ დაუძაბე არაფერი გამოვა

“დაძაბვა არ უნდა გახდეს შენი თვითმიზანი. პატარა დაძაბვა პრეზიდენტს ყოველთვის შეუძლია”-ამის შესახებ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.

“პრეზიდენტმა უნდა აიძულო პოლიტიკოსები მოვიდნენ შენთან. მე მახსოვს, როდესაც ვაკეთებდი რაღაცა ტიპის კონსულტანციებზე განცხადებას არ მოდიოდნენ. კომიკური იყო ხოლმე ჩემი ყოფილი თანაგუნდელები, რომლებმაც გაიგეს რომ მე ცუდი ხასიათი მაქვს და შესაბამისად უნდა დამგმონ. უცბად დაავიწყდათ, სად არის განლაგებული ავლაბრის რეზიდენცია. ამბობდნენ, არ ვიცით, როდის მივალთ, როგორ მივალთ.

მე ვეძახდი, მოდით კონსულტაციებზე, ბევრ თემაზე. უშიშროების საბჭოზე არ მიდიოდნენ, დრო არ ჰქონდათ და მეზობელ ქვეყნებში მიდიოდნენ ვიზიტით. პრეზიდენტის გამოსვლაზე არ ჩამოდიოდნენ. პირველად კვირიკაშვილი ჩამოვიდა, მანამდე მთავრობას დრო არ ჰქონდა ჩემი მოსმენისთვის”,-ამბობს მარგველაშვილი.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, როდესაც პრეზიდენტი ხარ, “შავ დღეში ხარ”, რისთვისაც ცოტა დაძაბვა არის საჭირო.

“ნამდვილად არ ვიცი, ვის რა უნდა და რა სურვილები აქვს, მაგრამ შენ, როცა პრეზიდენტი ხარ, ყოველთვის შავ დღეში ხარ. ყველას უნდა რომ ცოტა “აგიხტეს” კვადრატული მეტროები დაგითვალოს, ან ხასიათი არ მოეწონოს. თუ არ დაუძაბე არაფერი არ გამოვა. დაძაბვა არ უნდა გახდეს შენი თვითმიზანი. პატარა დაძაბვა პრეზიდენტს ყოველთვის შეუძლია”,-ამბობს გიორგი მარგველაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად