მარგველაშვილი: რანაირად გვითხრან მეტი მათი პოლიტიკური გეზი? სადღაც კოჯრის ტყეში ხომ არ დაწვეს ევროკავშირის დროშა?!

ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი “ტვ პირველის” ეთერში ეხმაურება პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშის დაწვას.

„მეტი რა უნდა გააკეთონ, რანაირად გვითხრან მეტი, რა არის მათი პოლიტიკური გეზი და რა არის მათი პოლიტიკური არჩევანი, სადღაც კოჯრის ტყეში ხომ არ დაწვეს ევროკავშირის დროშა?! ორი დღე ზედიზედ, ქვეყნის მთავარ მოედანზე, სადაც არის რთული შესაძლებლობა დროსის დაწვის. ევროკომისარმა ძალიან სუსტი განცხადება გააკეთა, მე მაინც მოველოდი უფრო ძლიერ განცხადებას, დროშაა უბრალო ნაჭერი ხომ არა. დროშას აქვს თავისი სიმბოლიკა და ემოცია. დროშის დაკარგვა იყო ყველაზე დიდი შეურცხყოფა ომის დროს, მის შენარჩუნებას ეწირებოდა სიცოცხლეები”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები
იტვირთება...