მარგველაშვილი: “ქართული ოცნებიდან” მხოლოდ მე წამოვედი, დანარჩენი ყველა გამოაგდეს

“ორკესტრირებულად დამესხნენ თავს, მე ვერაფერი ვერ დამმართეს”,-ამის შესახებ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა “კავკასიის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

“ქართულ ოცნების” გუნდი ძალიან იოლად პატიობდა იდეალების დაკარგვას. იქ არ ვიყავი 2014-2015 წლებში, სანამ დაიშლებოდა კოალიცია?! რანაირად მიიღეს ის რომ გუშინ, მათვის სასურველი საპრეზიდენტო კანდიდატი ვყოფილიყავი და 2 წუთში აღმოვჩდი ის ადამიანი, ვინც საერთაშორისო ვიზიტებში არ უნდა წასულიყო, განცხადებები არ უნდა ეკეთებინა, ვეტოები არ უნდა დაედო. ეს ხომ 2014-2015-2016 წელს იყო.

იმ პოლიტიკოსებისთვის, რომლისთვისაც მისაღები ვიყავი, როდესაც ივანიშვილმა დამოკიდებულება შეცვალა იმათმაც შეცვალეს. წამში შეიცვალა ყველაფერი. მე გავხდი მათთვის მტერი. მერე ყველა ამ ადამიანებმა თავის თავზე იწვნიეს დარტყმა პოლიტიკიდან.

ყველას ვგულისხმობ. დღეს ვინც არიან “ქართული ოცნების” წევრები, მაშინ არ იყვნენ პოლიტიკაში. ვფიქრობ, მისტიური საწყისიც აქვს ამ ყველაფერს, რომ აპატიეს და ორკესტრირებულად დამესხნენ თავს, მე ვერაფერი ვერ დამმართეს, თუმცა ზუსტად, ასევე თავის თავს მოხდა ის რომ მოიშროეს პოლიტიკიდან, გაქრნენ”,-ამბობს მარგველაშვილი.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, ის “ქართული ოცნებიდან” წამოვიდა, ხოლო დანარჩენები გამოაგდეს.

“ხომ მეუბნებოდნენ დამჯერი იყავი?! თვითონაც დამჯერები იყვნენ. ამბოხებული არ ვიყავი, მის მოთხოვნებს არ დავექვემდებარე. ბევრი ადამიანი კი არ წამოვიდა “ქართული ოცნებიდან”, წამოვედი მე-ისინი გამოაგდეს. განსხვავება არის მანდ”,-ამბობს გიორგი მარგველაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად