მარგველაშვილი პრეზიდენტის შეწყალებაზე: მე უნდა დავიწყო კრიტიკა და არ მინდა…

“შევეცდები არასდროს არ გავაკრიტიკო”,-ამის შესახებ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა “კავკასიის” ეთერში განაცხადა, სადაც სალომე ზურაბიშვილის შეწყალებებს გამოეხმაურა.

მარგველაშვილი: მინდა შევქმნა სტანდარტი რომ პრეზიდენტები ერთმანეთს ასე  აკრიტიკებდნენ დღიად. პოლიტიკურ პაექრობაში არ შევდივარ…

ჟურნალისტი: არ აპირებთ სალომე ზურაბიშვილის შეწყალებაზე საუბარს?

მარგველაშვილი: დიახ, ფაქტიურად მე, უნდა დავიწყო კრიტიკა და არ მინდა. ამ დეტალებში ვერ შევალ. მე რომ არ ვაკრიტკო ხომ კარგია. ამდენი ადამიანი არსებობს, რომელიც ქალბატონ პრეზიდენტს აკრიტიკებს. მოდი, მე ერთი ვიქნები ვინც არც ქალბატონ სალომეს, მიხეილ სააკაშვილს, ედუარდ შევარდნაძეს და ბატონ ზვიად გამსახურდიას არ გალანძღავს, ერთი მოაკლდეს იმ კოლონას. შევეცდები არასდროს არ გავაკრიტიკო.

მარგველაშვილის თქმით, შეწყალების კომისიის გაუქმება დიდი შეცდომა იყო. 

“მე მგონია რომ შეწყალების კომისია იყო ერთ-ერთი გამართული, ერთ-ერთი პატიოსანი ხალხით დატვირთული ინსტიტუტი და გაქრა. შეწყალების კომისია ძალიან მაგრად მუშაობდა. უბრალოდ, ჩვენ ვიყავით პოლიტიკურ დაპირისპირებაში.

პარლამენტის თავმჯდომარე გამოვიდა, თქვა რომ, მე, მოქმედი პრეზიდენტი სახელმწიფოს ვებრძოდი შეწყალებებით. ეს არის ან კორუფცია, ან სახელწიფოს გადატრიალება. მიგონებდნენ საქმეებ რომ ნათესავებს ვებრძოდი. ერთადერთი ვინც ვიცოდი და შეწყალებული მყავს იყო ცოლის ძმა. დანარჩენი შეიძლება იყოს რომელიც შეწყალებულია და არ ვიცი ამის შესახებ. “,-ამბობს მარგველაშვილი.

ცნობისთვის, მარიამობის დღესასწაულზე სალომე ზურაბიშვილმა 34 ადამიანი შეიწყალა. შეწყალებულთა სია საჯარო არ არის, თუმცა, ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტის შეწყალებულთა შორის არის პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამაზ დევაძე და 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე, რომელსაც გამოძიება 12 წლის განმავლობაში ეძებდა.

პრეზიდენტმა შეიწყალა ასევე მკვლელობისთვის მსჯავრდებული ზურაბ ნადირაძეც, რომლის ექსტრადირებასაც ქართული მხარე 1994 წლიდან 2017 წლამდე ელოდებოდა. აღსანიშნავია, რომ მთავარი არხის ინფორმაციით, იოსებ ქოიავას ოჯახი, რომლის მკვლელობისთვისაც ჰქონდა პატიმრობა მისჯილი ზურაბ ნადირაძეს, არ გამორიცხავს, რომ მსჯავრდებულის შეწყალება დიმიტრი გაბუნიას უკავშირდებოდეს.

გარდა ამისა, იუსტიციის მინისტრის ცნობით, პრეზიდენტის შეწყალებულ პირთა სიაში ისეთი ადამიანიც იყო, რომელიც ამ დრომდე იძებნება.

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...