მარგველაშვილი: პატრიარქის გადაყენების საკითხში კვირიკაშვილის მონაწილეობას გამოვრიცხავ

ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მეუფე იაკობის განცხადებების შეფასებისას აღნიშნა.

“ასეთ შეხვედრაზე პოლიტიკოსი დადის მხოლოდ უახლოეს მოკავშირეებთან ერთად, კვირიკაშვილი არ წავიდოდა ისეთ შეხვედრაზე ამ პერსონებთან ერთად, რომელიც არ იქნებოდა სრულიად გამჭირვალე ჩარჩოებში. ვინც გიორგის იცნობს წარმოუდგენია, რომ მან რაიმე საკითხი შეიძლება წარმოშვას პატრიარქის ნების საწინააღმდეგოდ… გამოვრიცხავ, რომ პატრიარქის გადაყენების საკითხში კვირიკაშვილი მონაწილეობდა,-ამბობს გიორგი მარგველაშვილი.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, გახარია, გომელაური და კვირიკაშვილი არ იყვნენ უახლოესი თანამოაზრეები.

„როდესაც ხდება რაიმე ტიპის მოლაპარაკებები ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის, ეს არ არის უკანონობა, მე როგორც მინისტრი, ხშირად ვხვდებოდი ხოლმე სასულიერო პირებს. გახარია, გომელაური და კვირიკაშვილი არ იყვნენ უახლოესი თანამოაზრეები და მოკავშირეები ერთმანეთისთვის და ამ ვითარებაში წარმოგიდგენიათ, რომ რაიმე საჩოთირო საკითხზე პარტნიორობდნენ?“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად