მარგველაშვილი: პანდემიის დროს, არა ზიარების საიდუმლოების, არამედ საერთო კოვზზე უარის არ თქმა გაუგებარია

ასე აფასებს სოციალურ ქსელ “ტვიტერში” საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინებას, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა.

“ქრისტიანობა განათლების, თანამედროვე ცივილიზაციის შემქმნელი რელიგიაა. პანდემიის დროს, არა ზიარების საიდუმლოების, არამედ წესის არ შეცვლა, საერთო კოვზზე უარის არ თქმა გაუგებარია.
მახსენდება: “ჯერ შიგნიდან გაასუფთავეთ სასმისი და ჯამი, რომ გარედანაც სუფთა იყოს” (მათე 23:26)”

სინოდის განჩინებით, საზიარებელ საერთო კოვზზე უარის თქმა, როგორც ინფექციის გადამტან წყაროზე, ყოვლად მიუღებელია

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად