მარგველაშვილი: “ოცნებასაც” და ენმ-საც აქვს შესაძლებლობა, რომ როგორც კი პატარა ნერგი გაჩნდება, გაანადგუროს

ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა “ტვ პირველთან” ინტერვიუში განაცხადა, რომელიც ტელეკომპანიამ დუშეთში, მის სახლში ჩაწერა.

“დღეს “ქართული ოცნებისთვის” მთავარი კონკურენტი ნაციონალური მოძრაობა კი არა, ვიღაცა მესამეა და დღეს “ნაციონალური მოძრაობისთვის” მთავარი კონკურენტი “ქართული ოცნება” კი არა, ვიღაცა მესამეა. ორივეს აქვს შესაძლებლობა, რომ (მე მაინც როგორც მიწასთან დაახლოებული ადამიანი ასე ვიტყვი) როგორც კი პატარა ნერგი გაჩნდება გაანადგუროს ეს ნერგი”, – განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა.

კითხვაზე, ამ პატარა ნერგს ხედავს მთაწმინდაზე? – გიორგი მარგველაშვილი პასუხობს:

“მე ვხედავ ამ ნერგს ჩემს კლასში სტუდენტებისა და სხვა სტუდენტურ კლასებში”, – აცხადებს საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...