მარგველაშვილი ოქროს მედლისთვის იჭიდავებს, ნოზაძე და ნინიაშვილი კი ბრინჯაოსთვის (ვიდეო)

დიუსელდორფის გრან სლემზე 60-66 კგ წონით კატეგორიებში ფინალისტები გამოვლინდნენ.

60 კგ წონით კატეგორიაში თემურ ნოზაძემ პულის ფინალში იაპონელ ნაოჰიშა ტაკატოსთან მარცხის შემდეგ რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც მას მეტოქე, ესპანელი ფრანცისკო გარიგოსი არ გამოცხადდა.

თემურ ნოზაძე ბრინჯაოს მედლისთვის ნიდერლანდელ თორნიკე ჭკადუასთან იჭიდავებს

ამ წონაში ფინალში იაპონელი ნაოჰიშა ტაკატო და ტაიპეიელი იუნგ ვეი იანგი იჭიდავებენ.

66კგ წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილმა პულის ნახევარფინალში ყაზახი ერლან სერიკჟანოვი დაამარცხა იპონით, პულის ფინალში კი აზერბაიჯანელი ორხან საფაროვი და ნახევარფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე რუსი იაკუბ შამილოვი იყო.

ვაჟა მარგველაშვილმა ორჯერ აართვა ვაზარი მეტოქეს და შეხვედრა ძირითადი დროის ამოწურვამდე დაასრულა თავის სასარგებლოდ. ოქროს მედლისთვის მარგველაშვილი იაპონელ ჰიფუმი აბესთან იჭიდავებს.

ამავე წონაში ბაგრატ ნინიაშვილის მეტოქე პულის ნახევარფინალში, რუსი აბდულა აბდულჟალილოვი, წესების დარღვევის გამო, შეხვედრის 30-ე წამზე მოხსნეს, პულის ფინალში კი ნინიაშვილი უყურადღებობის გამო დაისაჯა – იპონით დამარცხდა ბულგარელ ბოჟიდარ მემეკოვთან და რეპეჟაშჟში გადავიდა, სადაც ბრაზილიელ დანიელ კარგნინთან ვაზარით მოიგო შეხვედრა.

ბრინჯაოს მედლისთვის ბაგრატ ნინიაშვილი იაკუბ შამილოვთან იჭიდავებს.

მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად