მარგველაშვილი: მერაბიშვილი და ახალაია პოლიტპატიმრებად არ მიმაჩნია!

“ნაცმოძრაობას ხალხი ფობიის მდგომარეობაში აღიქვამს.” – განაცხადა საქართველოს ყოფილამ პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ინგა გრიგოლიას ეთერში.

“მე რატომ არ მეშინია “ნაციონალურ მოძრაობის?” მე ხომ მათ ვუპირისპირდებოდი 2003 წლიდან. რატომ არიან გულწრფელად შეშინებულები ის ხალხი, ვინც დღეს თანამდებობაზეა? იმიტომ, რომ ეს ხალხი იყო ზუსტად, ვისაც “ნაცმოძრაობა რომ ეუბნბოდა ახტიო, ეკითხებოდნენ, რამხელაზე ავხტეო, რომ ეუბნებოდა ფული მოიტანეო, ეკითხებოდნენ რამდენი მოვიტანოო?ისინი თვლებში შესციცინებდნენ სააკაშვილს” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ჩვენ ვართ მუდმივ პარანოიაში :რატომ? იმიტომ, რომ ამ ხალხს მართლა გულწრფელად ეშინიათ. თორემ, “ნაციონალური მოძრაობა”, ჩემი ღრმა რწმენით, ხელისუფლების სათავეში ვერ მოვა!

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, გიგი უგულავა ერთმნიშვნელოვნად პოლიტპატიმარია. ვანო მერაბიშვილი და და ბაჩო ახალაია პოლიტპატიმრებად არ მიმაჩნია, რომ მგონებოდა, გამოვუშვებდი” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად