მარგველაშვილი: მე ზუსტად განვსაზღვრე, რა თანამშრომლობასაც განვიხილავ “ნაცმოძრაობასთან”

დაელაპარაკებით თუ არა სააკაშვილს, თუ ის დაგიკავშირდებათ? – ამ კითხვით მიმართა ინგა გრიგოლიამ გიორგი მარგველაშვილს:

“მე ვფიქრობ, რომ მე ზუსტად განვსაზღვრე ის, რა თანამშრომლობასაც მე განვიხილავ ყველა პოლიტიკურ ძალასთან და მათ შორის “ნაციონალურ მოძრაობასთან” და ეს ძალიან ნათლად ჩამოვაყალიბე.” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ინგა გრიგოლიას კითხვაზე, სააკაშვილის გუნდთან ერთად იფიქრებდა თუ არა კოალიციურ მთავრობაზე, მარგველაშვილმა უპასხა:

კოალიციაში ვისთან ვიქნები და როგორ, გამომდინარეობს იქედან კენჭს ვიყრი თუ არა. აქედან  გამომდინარე, წინმსწრებად სქემების დალაგება არარელევანტურია.

უნდა განვახორციელოთ ზეწოლა იმაზე, რომ ბოლოსდაბოლის, ის ჯგუფი ადამიანების, რომლებიც სრულიად შემთხვევით, ყოველგვარი მცდელობის გარეშე, “ოცნებაში” შიდა გადატრიალების საფუძველზე მოვიდნენ, გავუშვათ. ისინი მოვიდნენ ხელისუფლების სათავეში და  ჩვენს მიერ მოგებული, 2012 წელს გადადგმული დემოკრატიული ნაბიჯი შეატრიალეს და ახლა, პროვინციული დიქტატურაა ამ ქვეყანაში.” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილი.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად