მარგველაშვილი: მე მარტო დავუპირისპირდი 1 “პაჩკა” NGO-ებს, “ნაცმოძრაობას” და ივანიშვილს

“ვერ დამისახელებთ ადამიანს, ვინც გააკეთა ის, რაც მე შევძელი. იქიდან გამომდინარე რომ ჩემთვის მიუღებელი იყო ივანიშვილის პოლიტიკა.”,-ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა “კვირის აქცენტებში” საუბრისას განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე თუ, რატომ უჭირს ბიძინა ივანიშვილის სახელის და გვარი თქმა გადაცემაში, სხვადასხვა თემებზე საუბრისას, გიორგი მარგველაშვილს და არის თუ არა ის ქვეყნის მმართველი, მარგველაშვილი პასუხობს: “მე მაქვს ჩემი ურთიერთობის, საუბრის სტანდარტი, როდის რა ფორმით ვახსენებ ადამიანს. ეს არის ჩემი სტილი. არ მიყვარს პიროვნებების გარჩევა ტელევიზიით”

მარგველაშვილის თქმით, ივანიშვილს მაშინ დაუპირისპირდა, როდესაც ის მმართველობის პიკში იმყოფებოდა.

“აქ ვინც მჯდარა თქვენთან, პოლიტიკოსები და ა.შ. იმათზე ყველაზე ნაკლებად მე მიჭირს რამე. ვერ დამისახელებთ მე სხვა პოლიტიკოსს, რომელმაც შეძლო მარტო დაპირისპირებოდა თავის ლიდერს – ბიძინა ივანიშვილს, ერთდროულად “ნაციონალურ მოძრაობას”, ზევიდან კიდევ 1 “პაჩკა” არასამთავრობო ორგანიზაციებს, მიბმულ პოლიტოლოგ ჯგუფებს. რეალურ სამოქალაქო მოძრაობასთან მე პრობლემა არ მქონია.

ვერ დამისახელებთ ადამიანს, ვინც გააკეთა ის, რაც მე შევძელი. იქიდან გამომდინარე რომ ჩემთვის მიუღებელი იყო ივანიშვილის პოლიტიკა. სხვამ, თავისზე ძლიერ პარტნიორს ასე ვერ გამოუცხადა ის რომ მე შენ არ დაგემორჩილები. 5 წელი გავძელი, ვერავინ ვერაფერი ვერ მიქნა. უფრო მეტი მხარდამჭერით წამოვედი საზოგადოების მხრიდან. ეს მარტო მე გავაკეთე…

ოპოზიციაშიც გეკითხებით, ვინ გაბედა ასეთი რამ?! პრინციპების გულისთვის დაპირისპირება, თუნდაც, მიშასთან?! ვინ გაბედა? რომელმა პოლიტიკოსმა? მერე მაგალითად მოიყვანეთ.

ივანიშვილს მე იმ დროს დავუპირისპირდი, როდესაც ის პიკში იყო, არა დღეს. აქედან გამომდინარე მე მაქვს ჩემი ურთიერთობის, საუბრის სტანდარტი. როდის რა ფორმით ვახსენებ ადამიანს, ეს არის ჩემი სტილი.არ მიყვარს პიროვნებების გარჩევა ტელევიზიით.

ჩემს გაჭრვებაზე ზედმეტია საუბარი. მე არაფერი არ გამჭირვებია.”,-განაცხადა გიორგი მარგველაშილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად