მარგველაშვილი: ხმა მივეცი პოლიტიკური ჭაობის დასრულებას ქართულ პოლიტიკაში

“მე დღეს ხმა მივეცი იმას რომ დამთავრდეს პოლიტიკური ჭაობი და ერთფეროვნება ქართულ პოლიტიკაში.”,-ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან ხმის მიცემის შემდგომ განაცხადა

“მე დღეს ხმა მივეცი იმას, რომ დამთავრდეს პოლიტიკური ჭაობი და ერთფეროვნება ქართულ პოლიტიკაში. იმისთვის რომ მოვიდნენ ხელისუფლებაში პატრიოტი ადამიანები. ჭაობი დამთავრდეს, რომელმაც გაგვიბედა და გვითხრა რომ ჯალათი არის მსხვრეპლი, ხოლო სიმართლისთვის მებრძოლი-ავაზაკი.

მინდა მოვუწოდო მთაწმინდელებს, ვინც არჩევთ თეთრსა და შავს, ეს სიმართლე გადაიტანეთ საარჩევნო ბიულეტინზე და დააფიქსირეთ თქვენი არჩევანი”,-განაცხადა მარგველაშვილმა.

ცნობისთვის, 19 მაისს, პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მთაწმინდის მაჟორიტარობისთვის დეპუტატობის 20 კანდიდატი იბრძვის, რომელთაგან 6 საინიციატივო ჯგუფის მიერ არის წარდგენილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...