მარგველაშვილი ხაზარაძეზე: ეს პოლიტიკური თემაა და ხდება ადამიანის მიმართ გააქტიურებული დევნა

ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “რეაქცია” განაცხადა.

“ხაზარაძე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბიზნესმენი ხაზარაძე და ბიზნესრეპუტაციის მქონე ადამიანი და არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საქართველოს გარეთაც. მეტიც, ადამიანი, რომლის ბოლო დროინდელი ბიზნესპროექტი ანაკლია უკავშირდება საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებს. ამ ადამიანის მიმართ იწყება დევნა. რამდენი იურიდიული დეტალებიც არ უნდა მომიყვნენ და მესაუბრონ ამ ქარაგმებით, 10 თუ 12 წლის წინ გადარიცხვის ამოღება არ მაინტერესებს, იურისტებმა იდავონ. ჩემთვის, ვისაც პოლიტიკაში ბევრი რამე უნახავს, საჭირო არ არის საქმეში ბევრი ჩახედვა. ეს პოლიტიკური თემაა, როდესაც ასეთ რაღაცას ამოგიგდებენ. აქ არის ბანკთან მიმართებით თემები, ანაკლიასთან დაკავშირებით თემები და ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ პოლიტიკაში მიზნები აქვს, ხდება ამ ადამიანის მიმართ გააქტიურებული დევნა. იმდენად ზედაპირზეა ყველაფერი, რომ ამას ხომ ვერც შენიღბავ”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...