მარგველაშვილი: ივანიშვილს მაშინ დავუპირისპირდი, როდესაც პიკში იყო – 5 წელი გავძელი!

5 წელი გავძელი, ვერავინ ვერაფერი ვერ მიქნა. უფრო მეტი მხარდამჭერით წამოვედი საზოგადოების მხრიდან.”,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა “კვირის აქცენტებში” საუბრისას განაცხადა, სადაც ის ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ საუბრობდა.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, საქართველოს პრეზიდენტად ყოფნის პერიოდში, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკა მისთვის მიუღებელი იყო.

“ვერ დამისახელებთ ადამიანს, ვინც გააკეთა ის, რაც მე შევძელი. იქიდან გამომდინარე რომ ჩემთვის მიუღებელი იყო ივანიშვილის პოლიტიკა. სხვამ, თავისზე ძლიერ პარტნიორს ასე ვერ გამოუცხადა ის რომ მე შენ არ დაგემორჩილები. 5 წელი გავძელი, ვერავინ ვერაფერი ვერ მიქნა. უფრო მეტი მხარდამჭერით წამოვედი საზოგადოების მხრიდან. ეს მარტო მე გავაკეთე…

ოპოზიციაშიც გეკითხებით, ვინ გაბედა ასეთი რამ, პრინციპების გულისთვის დაპირისპირება, თუნდაც, მიშასთან?! ვინ გაბედა? რომელმა პოლიტიკოსმა? მერე მაგალითად მოიყვანეთ.

ივანიშვილს მე იმ დროს დავუპირისპირდი, როდესაც ის პიკში იყო, არა დღეს. აქედან გამომდინარე მე მაქვს ჩემი ურთიერთობის, საუბრის სტანდარტი. როდის რა ფორმით ვაახსენებ ადამიანს, ეს არის ჩემი სტილი, რომ არ მიყვარს პიროვნებების გარჩევა ტელევიზიით”,-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად