მარგველაშვილი: გახარია, გომელაური და კვირიკაშვილი არ იყვნენ უახლოესი თანამოაზრეები

ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მეუფე იაკობის განცხადებების შეფასებისას აღნიშნა.

“როდესაც ხდება რაიმე ტიპის მოლაპარაკებები ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის, ეს არ არის უკანონობა, მე როგორც მინისტრი, ხშირად ვხვდებოდი ხოლმე სასულიერო პირებს. გახარია, გომელაური და კვირიკაშვილი არ იყვნენ უახლოესი თანამოაზრეები და მოკავშირეები ერთმანეთისთვის და ამ ვითარებაში წარმოგიდგენიათ, რომ რაიმე საჩოთირო საკითხზე პარტნიორობდნენ?“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კვირიკაშვილის თქმით, გიორგი კვირიკაშვილი ასეთ შეხვედრაზე გიორგი გახარიასთან და ვახტანგ გომელაურთან ერთად არ წავიდოდა.

„ასეთ შეხვედრაზე პოლიტიკოსი დადის მხოლოდ უახლოეს მოკავშირეებთან ერთად, კვირიკაშვილი არ წავიდოდა ისეთ შეხვედრაზე ამ პერსონებთან ერთად, რომელიც არ იქნებოდა სრულიად გამჭირვალე ჩარჩოებში. ვინც გიორგის იცნობს წარმოუდგენია, რომ მან რაიმე საკითხი შეიძლება წარმოშვას პატრიარქის ნების საწინააღმდეგოდ… გამოვრიცხავ, რომ პატრიარქის გადაყენების საკითხში კვირიკაშვილი მონაწილეობდა”,-ამბობს მარგველაშვილი.

შეგახსენებთ: მეუფე იაკობმა 26 ოქტომბერს განაცხადა, რომ მას პატრიარქის გადაყენებასთან დაკავშირებით „ეჩალიჩებოდნენ“.

ამ საკითხზე საუბრისას მეუფე იაკობმა აღნიშნა, რომ შეხვედრა მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში შედგა, რომელსაც, მისივე თქმით, ვახტანგ გომელაური და გიორგი გახარია ესწრებოდნენ. აღნიშნული განცხადება მან 28 ოქტომბერს კიდევ ერთხელ დაადასტურა.

ამასთან, მეუფე იაკობი 28 ოქტომბერს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსობიდან და საპატრიარქოს საფინანსო-ეკონომიური საბჭოს თავმჯდომარეობიდან გადადგა.

საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს მართლა მოვაჭრი თავს, – ამის შესახებ ბოდბელმა მიტროპოლიტმა მეუფე იაკობმა “მთავარ არხთან” განაცხადა.

“ფარცხალაძეს მართლა მოვაჭრი თავს. მე ვუთხარი ფარცხალაძეს, რომ მოვაჭრი თავს” – ამბობს მეუფე.

“მთავარი არხის” ინფორმაციით ბოდბელ მიტროპოლიტთან ინტერვიუ ქორეპისკოპოსობიდან გადადგომამდე 1 დღით ადრე ჩაწერეს..

მეუფე იაკობი ამბობს, რომ ოთარ ფარცხალაძე და უჩა მამაცაშვილი, მის მეგობარს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრს რამაზ ნიკოლაიშვილს15 მილიონის მიტანას სთხოვდნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად