მარგველაშვილი: ემოციურად ჩემთვის ყველაზე მძიმე ამომრჩევლების მოსყიდვის დანახვა იყო

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების განმავლობაში, მისთვის ემოციურად ყველაზე მძიმე იყო ამომრჩევლების მოსყიდვის ფაქტების დაფიქსირება, რაც, როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, მედიამაც დააფიქსირა.

„2013 წელს, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით, ნახევარი ფინანსური რესურსით იმისა, რაც დღეს დახარჯა „ქართულმა ოცნებამ“, იმ ფონზე, რომ პრეზიდენტი იყო სააკაშვილი, არცერთი გამგეობა, თუ რაიონული სტრუქტურა ჩვენ არ გვეკუთვნოდა, მაშინ ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ხელში და ნახევარი ფინანსებით ჩვენ დავდეთ შედეგი- 62%.

ამ არჩევნებზე უარყოფითი და ჩემთვის ემოციურად ყველაზე მძიმე იყო იმის დანახვა, რომ დაფიქსირდა ამომრჩევლების მოსყიდვა. ემოციურად ყველაზე მძიმე ეს არის, კიდევ ერთხელ დანახვა იმისა, თუ რა მძიმე ეკონომიკური ფონი აქვს ჩვენს მოსახლეობას. არ უნდა შევლახოთ მოქალაქის უფლება საარჩევნო გადაწყვტილების საიდუმლოებისა.

არ ვაპირებ კომენტარები ვაკეთო პოლიტიკურ კონტექსტზე, ჩემი ერთადერთი კომენტარი არის ის, რომ თავად რომ მეყარა კენჭი, ასეთ შემთხვევაში გავაკეთებდი კომენტარს“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ამ ეტაპზე სალომე ზურაბიშვილს ხმა ამომრჩეველთა 38.64%-მა მისცა, გრიგოლ ვაშაძეს კი – 37.74%-მა. სწორედ ეს ორი კანდიდატი დაუპირისპირდება ერთმანეთს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, რომლის ჩატარების უკიდურესი ვადა 2 დეკემბერია. დანარჩენ ამომრჩეველთა ხმები კი ასე გადანაწილდა: დავით ბაქრაძე – 10,97%, შალვა ნათელაშვილი – 3,74%, ზურა ჯაფარიძე – 2,26%, დავით უსუფაშვილი – 2,26%.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად