მარგველაშვილი: “ჩვენ გვყავს პატრიარქი, რომელიც ვერ გატეხა ვერც КГБ-მ და ვერც სხვა სპეცსსამსახურმა”

ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ილია მეორესთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა.

“ჩვენ ვისაუბრეთ პატრიარქთან რანაირად ხედავს მომავალს, დავინახე რომ ნათლათ ხედავს მომავალს. ბუნებრივია, ასეთი ადამინური დაცემის კიდევ ერთხელ დანახვა მძიმეა, იმიტომ რომ ეს არის მისის სამწყსო. მაგრამ, მას აქვს ძალინ ნათელი ხედვა მომავლის და კიდევ ერთხელ გაიარა მან, რაც მას უპირისპირდებოდა ბევრი წლის განმავლობაში.

ბუნებრივი არ ვაპირებ მეუფეების განცხადებებზე, შენიშვნებზე, კომენტარებზე ანალიზს და განცხადების გაკეთებას, მე ერთადერთი რამე შემიძლია გითხრათ. როდესაც ასეთი ტიპის განცხადებები კეთდება, ეს განცხადებები არ კეთდება ელემენტარული გულწრფელი გაბრაზებით ან გულწრფელი აღშფოთებით”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად