მარგველაშვილი: ჩემს დროს რატომ ვერ ბედავდნენ 21 ივნისს ან პოლიტპატიმრების დაკავებას?!

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, გიგი უგულავა ერთმნიშვნელოვნად პოლიტპატიმარია. ამის შესახებ მან ინგა გრიგოლიასთან ეთერში განაცხადა.

“ვანო მერაბიშვილი და და ბაჩო ახალაია პოლიტპატიმრებად არ მიმაჩნია, რომ მგონებოდა, გამოვუშვებდი” – დასძინა იქვე.

“ირაკლი ოქრუაშვილზე რას იტყვით? – არის ის პოლიტპატიმარი? ” – ამ კითხვით მიმართა ინგა გრიგოლიამ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს, რომელმაც განაცხადა: 21 ივნისის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, შეიცვალა მთელი რეალობა საქართველოში და კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა: ჩემს დროს რატომ ვერ ბედავდნენ 21 ივნისს, ან რატომ ვერ ბედავდნენ პოლიტპატიმრების დაკავებას?!

გიგი უგულავას ერთი დღე რომ ჰქონდა გამოსასვლელი, ის ერთი დღეც გამოვაშვებინე, რომ არ დარღვეულიყო კანონი და კონსტიტუცია” – განაცხადა მარგველაშვილმა.

ინგა გრიგოლია: თქვენ შეაკავებდით 21 ივნისს?

მარგველაშვილი: კი, როგორ ვერა. იქ ვიქნებოდი მეც.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად