მარგველაშვილი: ჩემ კეთილმოწყობის საკითხებს ნელ-ნელა ან გავაცნობ საზოგადოებას, ან არა

ამის შესახებ, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა “კურიერთან” განაცხადა.

გიორგი მარგველაშვილი ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს, ვისთან ერთად აპირებს პოლიტიკურ ბრძოლას და ვის მოიაზრებს პარტნიორად.

“დავიწყე მუშაობა პოლიტიკურ კონტექსტში, მქონდა კონსულტაცია ჩემ გუნდთან და არა ერთი დისკუსია. პოლიტიკური პროცესის მთავარი მამოძრავებელი დღეს არის ის პოლიტიკური მრგვალი მაგიდა, სადაც ყველა ოპოზიციური პოლიტიკური პარტია ზის, იმასთან არის საჭირო დღეს მუშაობა და იმათი გაძლიერება.

მე კვირიკაშვილს დავურეკავ თუ ალასანია მესიჯს გამომიგზავნის, თუ “ლელოს” ცალკე შევხვდები, ეს არის ცალკე სხვა ნაწილი. მთავარია პოლიტიკური ვექტორის განსაზღვრა, ის მრგვალი მაგიდა “ლეიბორისტების” ოფისში არის მთავარი მამოძრავებელი პოლიტიკური პროცესის.

ამ ჩემ კეთილმოწყობის საკითხებს, პარტია მექნება, ვისთან მექნება მესიჯობა, ვის ტელეფონზე დავურეკავ და ვის პირადად შევხვდები, ეს არის სხვა დეტალები, რომელსაც მე ნელ-ნელა ან გავაცნობ საზოგადოებას, ან არ გავაცნობ,” – უთხრა “კურიერს” საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა “კურიერთან”

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად