მარგველაშვილი: არ ვუსურვებ ქართულ საზოგადოებას „ქართულმა ოცნებამ“ უმრავლესობა მოიპოვოს

“მომავლის ვერხედვა, საზოგადოებისგან სრული გახლეჩა, უუნარობა, ენერგიისგან დაცლილობა, ეს იყო 2012 წელს “ნაციონალური მოძრაობა”, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა, მე-4 პრეზიდენტმა გიორგი მარგველწაშვილმა განაცხადა.

“2012 წელს ნაციონალური მოძრაობა რომ დარჩენილიყო, შევდიოდით ჩიხურ პერიოდში. ასეთივეა 2020 წელს ოცნება. ეს არის ოცნება, რომელიც პოლიტიკოსებისგან დაშლილია, შიგნით არ არიან ადამიანები, რომელთაც პოლიტიკური კომპეტენცია გააჩნიათ. ქვეყნის განვითარებისთვის, ეს იქნება აბსოლუტური ჭაობის კიდევ უფრო გაღრმავების პროცესი. მე არ ვუსურვებ ქართულ საზოგადოებას, რომ ქართულმა ოცნებამ უმრავლესობა მოიპოვოს”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია “ფორმულას” გადაცემაში “პოლიტმეტრი“.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად