მარგიშვილმა 5 თვის განმავლობაში ნარმანიაზე 2-ჯერ მაღალი ანაზღაურება მიიღო

თბილისის ვიცე-მერმა ალექსანდრე მარგიშვილმა 2014 წლის 1 აგვისტოდან 2015 წლის 31 იანვრამდე პერიოდში, თბილისის მერზე 2-ჯერ მეტი მიიღო. 

თბილისის ვიცე-მერმა ალექსანდრე მარგიშვილმა 2014 წლის 1 აგვისტოდან 2015 წლის 31 იანვრამდე პერიოდში, თბილისის მერზე 2-ჯერ მეტი, 19 487 ლარით მეტი მიიღო.

თბილისის მერიის მიერ ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნების ხელფასების, სახელფასო დანამატებისა და პრემიების სტატისტიკის თანახმად, დავით ნარმანიამ აღნიშნულ პერიოდში ხელფასის სახით სულ 18 921 ლარი მიიღო და მას არც სახელფასო დანამატი, არც პრემია არ აუღია.

ალექსანდრე მარგიშვილმა ამავე პერიოდში ხელფასის სახით 17 405 ლარი მიიღო, სახელფასო დანამატის სახით კი 21 003 ლარი.

აღსანიშნავია, რომ ყოფილი თბილისის მთავრობის პერიოდში პერიოდში, ვიცე-მერმა სევდია უგრეხელიძემ 2013-2014 წლის ანალოგიურ პერიოდში ჯამში 54 470 ლარი მიიღო.

რაც შეეხება თბილისის ყოფილ მერს გიგი უგულავას ამავე პერიოდში, ჯამში 41 473, 50 ლარი აქვს მიღებული.

კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად