მარეხ ბექაია: მედპერსონალი კლინიკური მაჩვენებლების გარეშეა, ორთან დაფიქსირდა ტემპერატურა და საკარანტინო ზონაში იმყოფებიან

ამის შესახებ თბილისის ზღვის ჰოსპიტალის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარეხ ბექაია “ტვ პირველის” ეთერში აცხადებს:

კითხვაზე მედდის ორ თანაშემწეს დაუდასტურდა კორონავირუსი და გაირკვა თუ არა ის, რომ მათ გარედან შემოიტანეს ვირუსი თუ კლინიკაში დაინფიცირდნენ? – პასუხობს:

“ამ ეტაპზე ამ საკითხთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია არ გაგვაჩნია. თუმცა, ჩატარდა კვლევები მორიგე მედპერსონალთან და ყველა შემთხვევაში უარყოფითი პასუხი მოვიდა. ასე, რომ ჩვენთან მეტი გავრცელება აღარ ყოფილა. მედპერსონალი კლინიკური მაჩვენებლების გარეშეა, ორ ადამიანთან დაფიქსირდა ტემპერატურა, რის გამოც ისინი საკარანტინო ზონაში იმყოფებიან თვითონ კლინიკაშივე და თუ მათთან გამოვლინდა კლინიკური მაჩვენებლები, შემდეგ ისევ გადამეორდება ლუგარის ლაბორატორიაში კვლევა”, – განაცხადა მან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად