მარეხ ბექაია: მედდის დამხმარეები დაინფიცრებულებთან ან მის მედპერსონალთან კონტაქტს უარყოფენ, გაუგებარია საიდან დინფიცირდნენ

ამის შესახებ თბილისის ზღვის ჰოსპიტალის კრიტიკული დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარეხ ბექაია “ტვ პირველის” ეთერში აცხადებს:

კითხვაზე მედდის ორ თანაშემწეს დაუდასტურდა კორონავირუსი და გაირკვა თუ არა ის, რომ მათ გარედან შემოიტანეს ვირუსი თუ კლინიკაში დაინფიცირდნენ? – პასუხობს:

“ამ ეტაპზე ამ საკითხთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია არ გაგვაჩნია. თუმცა, ჩატარდა კვლევები მორიგე მედპერსონალთან და ყველა შემთხვევაში უარყოფითი პასუხი მოვიდა. ასე, რომ ჩვენთან მეტი გავრცელება აღარ ყოფილა. მედპერსონალი კლინიკური მაჩვენებლების გარეშეა, ორ ადამიანთან დაფიქსირდა ტემპერატურა, რის გამოც ისინი საკარანტინო ზონაში იმყოფებიან თვითონ კლინიკაშივე და თუ მათთან გამოვლინდა კლინიკური მაჩვენებლები, შემდეგ ისევ გადამეორდება ლუგარის ლაბორატორიაში კვლევა.

ამ დახმარეებს რაც შეეხება, ისინი უარყოფენ ამ დაინფიცირებულ პაციენტებთან კონტაქტს, ასევე იმ მედპერსონალთან, რომელიც ამ დაინფიცირებულ პაციენტთან იმყოფებოდნენ უშუალოდ. ეს ართულებს სიტუაციას, ამიტომ ჩვენთვის გაუგებარია, საიდან მოხდა ამ ორი დამხმარის დაინფიცირება”, – განაცხადა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად