მარეგულირებელმა „მაგთიკომი“ შეცდომაში შემყვანი კომერციული რეკლამის გამო გააფრთხილა

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „მაგთიკომი“ არასათანადო და შეცდომაში შემყვანი კომერციული რეკლამის განთავსების გამო გააფრთხილა და ამავდროულად სარეკლამო რგოლის ეთერიდან მოხსნა დაავალა.

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „მაგთიკომი“ არასათანადო და შეცდომაში შემყვანი კომერციული რეკლამის განთავსების გამო გააფრთხილა და ამავდროულად სარეკლამო რგოლის ეთერიდან მოხსნა დაავალა.

საქმე ეხება კომერციულ რეკლამას, რომელიც მომხმარებელს „მაგთისატის“ ქსელში ჩართვას სთავაზობს. მარეგულირებელმა არასათანადოდ მიიჩნია სარეკლამო ტექსტი: „17 ივნისიდან საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე გადავა და გაითიშება ანალოგური მაუწყებლობა, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ სპეციალური ციფრული დეკოდერის გარეშე ვეღარ უყურებთ ქართულ ტელეარხებს, ნუ დაელოდებით 17 ივნისს, ჩაერთეთ მაგთისატში, დღესვე გადადით ციფრულ მაუწყებლობაზე და უყურეთ მრავალფეროვან ქართულ და უცხოურ ტელეარხებს, მაგთისატი პირველი ციფრული თანამგზავრული მაუწყებელი“.

„კომისიამ საკითხის შესწავლის შემდეგ მიიჩნია, რომ შპს „მაგთიკომის“ სარეკლმაო რგოლი არასათანადოა და შეცდომაში შემყვანია, რადგან პოტენციურ მომხმარებელს არ აწვდის სრულყოფილ ინფორმაციას მომსახურების შესახებ, რადგან „სპეციალური ციფრული დეკოდერის გარეშე“ ქართულ არხებს ვერ უყურებს მოსახლეობის მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც დღეს მაუწყებლობას ღია ეთერით იღებს და ამავე დროს, შედარებით მოძველებული მოდელის ტელევიზორი აქვს. მოსახლეობის ის ნაწილი კი, რომელიც მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურებით სარგებლობს (საკაბელო ოპერატორების) ან/და ციფრული სიგნალის მიღების მხარდაჭერით აღჭურვილი თანამედროვე ტელევიზორი აქვს სპეციალური ციფრული დეკოდერი არ დაჭირდება და 2015 წლის 17 ივნისიდანაც გააგრძელებს ქართული პროგრამების მიღებას“, – ნათქვამია კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ კომისიამ საქმის წარმოება  კოალიცია მედია ადვოკატირებისათვის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...