მარათონი “ერთად ვიმარჯვებთ” დაიწყო

თავდაცვის სამინისტროს, საბურთალოს გამგეობისა და არასამთავრობო ორგანიზაცია "დამოუკიდებელი განვითარების ასოციაციის" მიერ ორგანიზებულმა მარათონმა სახელწოდებით "ერთად ვიმარჯვებთ", სტარტი აიღო. 

ღონისძიება დაგეგმილი 09:00 საათის ნაცვლად, 10:00 საათზე დაიწყო. მარათონი მიცკევიჩის ქუჩიდან – საბურთალოს გამგეობიდან დაიწყო და 13:00 საათზე თავისუფლების მოედანზე დასრულდება.

ღონისძიება მიზნად ისახავს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, ვეტერანებისა და შშმ პირების ჩართვას მსგავს აქტივობებში და ახალგაზრდებში მარათონის პოპულარიზაციას.

ღონისძიების ჩატარების პერიოდში ნაწილობრივ შეიზღუდება მოძრაობა თავისუფლების მოედნის მიმართულებით მიცკევიჩის, პეკინის, კოსტავას ქუჩებსა და რუსთაველის გამზირის გზის სავალ ნაწილზე. აღნიშნულ პერიოდში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა ვაკიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით განხორციელდება საბურთალოს, გმირთა მოედნისა და მარჯვენა სანაპიროს გავლით.

სადგურის მოედნიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობა განხორციელდება გმირთა მოედნისა და მარჯვენა სანაპიროს გავლით. ხოლო სადგურის მოედნიდან ვაკის მიმართულებით მოძრაობა განხორციელდება გმირთა მოედნის ესტაკადის გავლით. რაც შეეხება კოჯრის გზატკეცილზე მომუშავე მარშრუტებს, ტრანსპორტი მობრუნდება ამაღლების ქუჩაზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...