“მაქრო ქონსთრაქშენი” დღეს “მწვანე ალმასის“ მეორე ეტაპის დასრულებისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას გამართავს

პარასკევს, 14 ივნისს, საღამოს 19:00 საათზე, კომპანია „მაქრო ქონსთრაქშენის“ ყველაზე მასშტაბური პროექტის, საცხოვრებელი კომპლექსის, „მწვანე ალმასი“, მეორე ეტაპის დასრულებისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართება.

      „მწვანე ალმასის“ მშენებლობის სამივე ეტაპი 70.000 კვ.მ ფართობს მოიცავს და მისი საინვესტიციო ღირებულება 112 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. მშენებლობის  პირველი ეტაპი 2016 წლის 28 მაისს დასრულდა.

თბილისში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საცხოვრებელი კომპლექსი „მწვანე ალმასი“ დიღომში, ოლიმპიური კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ეკოლოგიურად სუფთა გარემოშია განთავსებული. საცხოვრებელი ბინები, ათასობით კვადრატული მეტრი გამწვანებული ეზო, საცურაო აუზები, სპეციალური სივრცეები სხვადასხვა სპორტული აქტივობებისათვის, სასეირნო და სარბენი ბილიკები, კომერციული ფართები – ერთი სიტყვით, ყველაფერი ის, რაც სჭირდება მომხმარებელს მყუდრო და მშვიდ, ქალაქის ხმაურიანი რიტმისგან მოშორებულ ადგილას საცხოვრებლად. თანამედროვე კომფორტული ცხოვრების ყველა ატრიბუტი ერთ სივრცეში – სწორედ ასეთია „მწვანე ალმასი“.

ოლიმპიური კომპლექსი, მერიის მიერ დაანონსებული პროექტი, „დიღმის ჭალები“, ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, საცხოვრებელი კომპლექსი „მწვანე ალმასი“  – ეს ის პროექტებია, რომლებიც დიღმის რაიონის ამ კონკრეტულ უბანს კიდევ უფრო განავითარებს და მას დამატებით ღირებულებებს შემატებს.

მისამართი: ბობ უოლშის ქ. 32 (ოლიმპიურ სოფელთან), დიღომი, თბილისი

ინფორმაციისთვის: პროექტი „მწვანე ალმასი“ კომპანია „მაქრო ქონსთრაქშენის“ მორიგი პროექტია. „მაქრო ქონსთრაქშენი“ „მაქრო ჯგუფის“ ერთ-ერთი მიმართულების მამოძრავებელი კომპანიაა. მაქრო ჯგუფმა საქართელოში ინვესტიციების განხორციელება 2013 წლიდან დაიწყო. არსებობის 6 წლის განმავლობაში „მაქრო ჯგუფმა“ საქართველოში განახორციელა ისეთი პროექტები, როგორებიცაა:

  • 2013 წელი – ავეჯის საწარმო „გლორია “აჭარაში; ჯამურმა ინვესტიციამ 15 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა;
  • 2013 წელი – ავეჯის მაღაზია-სალონების ქსელი „ბელისა“ თბილისში; განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა – 10 მლნ. აშშ დოლარი;
  • 2014 წელი – „მაქრო ჯგუფი“ ქმნის ახალ მიმართულებას, – „მაქრო ქონსთრაქშენი“ და იწყებს საცხოვრებელი კომპლექსის, „მწვანე ბუდაპეშტის“ მშენებლობას; ინვესტიციის მოცულობა – 48 მლნ. აშშ დოლარი;
  • 2015 წელი – „მაქრო ჯგუფი“ აარსებს კიდევ ერთ ახალ და მნიშვნელოვან მიმართულებას, „მაქრო ტურიზმს“ და სასტუმროების საერთაშორისო ქსელ აკორთან ერთად თბილისში ხსნის 4 ვარსკვლავიან სასტუმროს „Mercure Tbilisi Old Town”; განხორციელებული ინვესტიციი მოცულობა – 40 მლნ. აშშ დოლარი;
  • 2016 წელი – სრულდება პროექტი „მწვანე ბუდაპეშტი“ და იწყება ახალი, გრანდიოზული საცხოვრებელი კომპლექსის, „მწვანე ალმასის“ სამშენებლო სამუშაოები დიღომში. ინვესტიციის მოცულობა 120 მლნ. აშშ დოლარი;
  • 2016 წელი – „მაქრო ჯგუფი“ სარესტორნო ბიზნესშიც შემოდის და ქვე-ბრენდის, „მაქრო ფუდი“ სახელით ხსნის ახალ რესტორანს „დაინჰოლი“.ინვესტიციის ჯამური მოცულობა – 8 მლნ. აშშ დოლარი;
  • 2017 წელი – სასტუმროების ქსელ „აკორთან“ თანამშრომლობით თბილისში კიდევ ერთი ბრენდ სასტუმრო, “Ibis Styles Hotel”-ი გაიხსნა. ინსვერსტიციის მოცულობა – 28 მლნ აშშ. დოლარი;
  • 2017 წელი – ქვებრენდ „მაქრო ჰოუმის“ ქოლგის ქვეშ საქართველოში შემოდის საოჯახო ნივთებისა და აქსესუარების საერთაშორისო მაღაზიათა ქსელი “Madam COCO”. განხორციელებული ინვესტიცია – 2 მლნ აშშ. დოლარი;
  • 2018 წელი – „მწვანე ალმასის“ პირველი ეტაპი დასრულდა და პირველი მაცხოვრებლები შესახლდნენ საცხოვრებელ კომპლექსში.
  • 2019 წელი – „მაქრო ქონსთრაქშენმა“ გაიმარჯვა მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში და ზუგდიდში დევნილებისთვის 3 მრავალბინიანი შეწყვილებული კორპუსის მშენებლობა დაიწყო;
  • 2019 წელი – „მაქრო ტურიზმმა“ თბილისში კიდევ ერთი 4 ვარსკვლავიანი საერთაშორისო ბრენდული სასტუმროს, ნოვოტელის მშენებლობა დაიწყო, რომლის მართვასაც სასტუმროების საერთაშორისო ქსელი „აკორი“ განახორციელებს;
  • 2019 წელი – „მაქრო ქონსთრაქშენი“ კიდევ ერთხელ იმარჯვებს მუნიციპალური განვიტარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში და ზუგდიდში კიდევ 0რ მრავალბინიანი კორპუსის მშენებლობას იწყებს დევნილებისთვის;
  • 2019 წელი – პროექტ „მწვანე ალმასის“ მეორე ეტაპის დასრულება.

საკონტაქტო ინფორმაცია:

„მწვანე ალმასი“

„მაქრო ქონსთრაქშენი“

Tel:  591 01 35 20; 577 40 48 84.

www.greendiamond.ge

www.maqro.ge

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...