“მაქრო ქონსთრაქშენი”-სა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ერთობლივი ძალისხმევით, ერგეტის სკოლაში ბიბლიოთეკა დაფუძნდა

კომპანია ,,მაქრო ქონსთრაქშენი“-სა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ერთობლივი ძალისხმევით, ერგეტის საჯარო სკოლაში ბიბლიოთეკა დაფუძნდა. სკოლას, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ორ სოფელს ემსახურება, ბიბლიოთეკა წლების განმავლობაშ არ ჰქონდა.

კომპანია ,,მაქრო ქონსთრაქშენი“-სა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ერთობლივი ძალისხმევით, ერგეტის საჯარო სკოლაში ბიბლიოთეკა დაფუძნდა. სკოლას, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ორ სოფელს ემსახურება, ბიბლიოთეკა წლების განმავლობაშ არ ჰქონდა. ბიბლიოთეკისთვის ფართი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტის და ახლაგაზრდულ საქმეთა სამსახურის განათლების განყოფილებამ ,,საჯარო სკოლების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში გაარემონტა, ხოლო წიგნები კომპანია ,,მაქრო ქონსთრაქშენმა“ შეიძინა და ერგეტის სკოლას საჩუქრად გადასცა.

კომპანია ,,მაქრო ქონსთრაქშენი“-ს პროექტების მენეჯერი ზაზა კუჭავა, ,,მაქრო ჯგუფი“-ს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი ბესიკ ლილუაშვილი, მერიისა და საგანმანათლებლო რესურცენტრის წარმომადგენლები ერგეტის საჯარო სკოლას ესტუმრნენ და 300-მდე წიგნი ბიბლიოთეკას გადასცეს.

„ყველაზე დიდი ინვესტიცია, რომელიც შეიძლება განახორციელო, ახალგაზრდა თაობის სწავლა-განათლებაა. ჩვენი გადაწყვეტილების მთავარი მოტივატორიც სწორედ ეს იყო. ჩვენი კომპანიის მიზანია შეიტანოს თავისი წვლილი იმ საზოგადოების განვითარებაში, სადაც საქმიანობს. ჩვენი კომპანიისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ერთობლივი პროექტის შედეგად დღეიდან ორი სოფლის მოსწავლეებს ექნებათ საშუალება ამ ბიბლიოთეკაში გაეცნონ ქართველ და უცხოელ მწერალთა შემოქმედებას. მოხარულები ვართ, რომ მოგვეცა ამ პროექტის განხორციელების საშუალება“, – განაცხადა „მაქრო ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა, ბესიკ ლილუაშვილმა.

“მაქრო ქონსთრაქშენი“ ზუგდიდში ჯანაშიას ქუჩაზე არსებულ სტადიონს ასრულებს და პარალელურად ახალ ხელოვნურ საფარიან სტადიონს აშენებს, აგრეთვე კომპანია ზუგდიდში დევნილებისთვის 8 მრავალბინიანი კორპუსის მშენებლობას აწარმოებს. „მაქრო ქონსთრაქშენი“ „მაქრო ჯგუფის“ ერთ-ერთი მიმართულების მამოძრავებელი კომპანიაა. „მაქრო ჯგუფმა” საქართველოში ინვესტიციების განხორციელება 2013 წლიდან დაიწყო და არსებობის 6 წლის განმავლობაში საქართველოში ათზე მეტი პროექტი განახორციელა, მათ შორის საცხოვრებელი კომპლექსები „მწვანე ბუდაპეშტი“ და „მწვანე ალმასი“, სასტუმროები იბისი და მერკური და ა.შ., რომელში ჩადებული ჯამური საინვესტიციო მოცულობა 270 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად