მაქარაშვილი სამართალდამცავებს: ვაიმე, ბიჭებო, მოვა დრო, ჩემი დასაცავები გახდებით (ვიდეო)

დედაქალაქის მერიასთან ხმაურია. ადგილზე იმყოფებიან მოძრაობა “შეცვალეს” წევრები, რომლებიც დედაქალაქის მერთან, კახა კალაძესთან ითხოვენ შეხვედრას.

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი დედაქალაქის მერიაში “ანას ბაღის” დასაცავად მივიდნენ.

“დავწერე მერიის სახელზე განცხადება. ვუთხარით რომ არის საკითხები, რაზეც ვერ ვთანხმდებით. სკვერის გადარჩენასთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა მოხდეს ყველა ჩინოვნიკის კომპრომისამდე მისვლა. არ შიძლება ამ სკვერის გაქრობა”,-ამბობს გიგა მაქარაშვილი.

მერიის შენობის მიმდებარედ მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. მათი თქმით, ისინი საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით იმყოფებიან აღნიშნულ ტერიტორიაზე.

გიგა მაქარაშვილი დაინტერესდა რატომ არ უშვებენ შენობაში და სამართალდამცავებს მიმართა:

” ჩვენი დაცვა თქვენი მოვალეობა არ არის?! კი ბატონო, იდექით! ვაიმე, ბიჭებო, ძალიან მალე დაგჭირდებათ რა, ჩემი დასაცავები გახდებით, მართლა ჩემი დასაცავები გახდებით, რა. კაციშვილი არ მოგაქცევთ ყურადღებას. კაციშვილი! გაგიჭირდებათ ცხოვრება, ცხოვრება გაგიჭირდებათ”,-ამბობს გიგა მაქარაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად