მანუჩარ კვირკველია გურიაში “ძალა ერთობაშიას” მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” 4 პოლიტიკურ სუბიექტთან ერთად საარჩევნო ბლოკი “ძალა ერთობაშია” შემნა.

ბლოკის შემადგენლობაში იქნებიან – “ნაციონალური მოძრაობა”, “რესპუბლიკური პარტია”, მოძრაობა “სახელმწიფო ხალხისთვის”, მოძრაობა “ჩვენ თვითონ”. ასევე, ბლოკს შეუერთდა კახა ოქრიაშვილისა და ცეზარ ჩოჩელის ახალი პარტიაც – “პროგრესი და თავისუფლება”.

“ძალა ერთობაშია”  მაჟორიტარობის კანდიდატი  ოზურგეთი -ლანჩხუთი – ჩოხატაურში, პროგრესი და თავისუფლებას წევრი, ოლიმპიური ჩემპიონი მანუჩარ კვირკველია იქნება.

“დიდი მსჯელობის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, რომ „პროგრესი და თავისუფლებაში“, სადაც ჩვენი აზრებით ვეთანხმებით სრულიად, კენჭი ვიყარო მაჟორიტარად გურიაში, რადგან იქ დავიბადე და კარგად ვიცი ადგილობრივების პრობლემები. ძალიან ბევრი მეგობარი მყავს, სანათესაო . მეუბნებოდნენ, იქნებ გეცადა, დამაფიქრა ამან. თუ გურიას და ჩემს ხალხს სჭირდება ეს ყველაფერი რატომაც არა და გადავწყვიტე ჩვენს პარტიასთან ერთად მიმეღო მონაწილეობა”, – განაცხადა მანუჩარ კვირკველიამ “მთავარ არხთან”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად