მანდატურის სამსახურის 1602 თანამშრომლიდან მხოლოდ 77-ია შტატში – რა ანაზღაურება აქვს მანდატურის უფროსს და მის მოადგილეებს

რამდენს იღებენ ანაზღაურებისა და დანამატების სახით მანდატურის სამსახურის უფროსი და მისი მოადგილეები? რამდენია მათი სამივლინებო ხარჯი და სულ რამდენი შტატია აღნიშნულ სამსახურში? “აიპრესმა” საარო ინფორმაცია გამოითხოვა და დაამუშავა.

“აიპრესის” მიერ გამოთხოვილი და დამუშავებული ინფორმაციის შედეგად გაირკვა:

ხელფასები და პრემიები:

მანდატურის  სამსახურის უფროსმა ვახტანგ მეიფარიანმა 2017 წელს  ხელფასის სახით მიიღო 50 400 ლარი. აქედან თანამდებობრივი სარგოს წილად მოდის 33 600 ლარი (2 800 ლარი/თვეში), პრემიის წილად 8 400 ლარი (სამჯერ წლის განმავლობაში, წლის პირველი სამი კვარტალის ბოლოს, 2800 ლარი). სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით ვახტანგ მეიფარიანმა დანამატის სახით მიიღო 8400 ლარი (2240 ლარი+1400 ლარი+2240 ლარი+2520 ლარი)

სამსახურის უფროსის საშუალო თვიურმა ხელფასმა 2017 წელს შეადგინა 4 200 ლარი

2018 წლიდან სამსახურის უფროსის თანამდებობრივი სარგო 4000 ლარის ოდენობით დადგინდა და ამა წლის სექტემბრის ჩათვლით სამსახურის უფროსს ხელფასზე დანამატის და პრემიის სახით ანაზღაურება არ მიუღია.

2018 წელს სამსახურის უფროსს სულ მიღებული აქვს:

ვახტანგ მეიფარიანს – 34 200 ლარი (4 000 ლარი/თვეში აგვისტოს ჩათვლით და 2 200 ლარი არასრულად ნამუშევარი სექტემბრის თვეში);

გელა გელაძეს – 8 695,65 ლარი (8000 ლარი ნოემბერ-დეკემბერში და 695,65 ლარი არასრულად ნამუშევარ ოქტომბრის თვეში)

2019 წლის 9 თვის განმავლობაში სამსახურის უფროსმა გელა გელაძემ მიიღო ხელფასის სახით 36 000 ლარი

2017 წლიდან დღემდე სამსახურის უფროსის პირველი მოადგილეა გიორგი კილაძე. მან 2017 წელს ხელფასის სახით მიიღო 46 410 ლარი. აქედან 31 200 ლარი თანამდებობრივი სარგოა (2 600 ლარი/თვეში), 7 410 ლარი პრემია ((სამჯერ წლის განმავლობაში, წლის პირველი სამი კვარტალის ბოლოს, 2470 ლარი) და 7 800 ლარი სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით მიღებული დანამატი (2080 ლარი+1300 ლარი+2080ლარი+2340 ლარი).

გიორგი კილაძის საშუალო თვიურმა ხელფასმა 2017 წელს შეადგინა 3867,5 ლარი

2018 წელს გიორგი კილაძემ ხელფასის სახით მიიღო 47 500 ლარი. აქედან 45 600 ლარი თანამდებობრივი სარგოა (3 800 ლარი/თვეში), ხოლო 1 900 ლარი მან დეკემბერში დანამატის სახით მიიღო

2019 წლის 9 თვეში გიორგი კილაძეს სულ მიღებული აქვს 31 500 ლარი (თანამდებობრივი სარგო იანვარ-მარტში 3800 ლარი, ხოლო აპრილ-სექტემბერში 3850 ლარი)

2017 წელს სამსახურის უფროსის მოადგილეებს – კონსტანტინე ანჯაფარიძეს, ლევან ზარდალიშვილს და მამუკა ბუგიანიშვილს ზუსტად ერთნაირი ოდენობის თანხები აქვთ მიღებული. თითოეულმა მათგანმა ხელფასის სახით მიიღო 42 840 ლარი. აქედან თანამდებობრივი სარგოა 28 800 ლარი (2400 ლარი/თვეში), პრემია 6 840 ლარი (სამჯერ წლის განმავლობაში, წლის პირველი სამი კვარტალის ბოლოს, 2280 ლარი) და დანამატი, სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით – 7 200 ლარი (1920 ლარი+1200 ლარი+1920 ლარი+2160 ლარი).

2018 წლიდან სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობრივი სარგო დადგინდა 3 600 ლარის ოდენობით და ამ პოზიციაზე მომუშავე კონსტანტინე ანჯაფარიძემ მიიღო 45 000 ლარი (43 200 ლარი თანამდებობრივი სარგო და 1800 ლარი დეკემბერში მიღებული დანამატი).

სამსახურის უფროსის მოადგილე ნუგზარ მამულაშვილმა მიიღო 36000 ლარი (1800 ლარი არასრულად ნამუშევარი თებერვლის და 32400 ლარი მარტიდან დეკემბრის ჩათვლით თანამდებობრივი სარგო და 1800 ლარი დეკემბერში მიღებული დანამატი)

სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან ზარდალიშვილმა 2018 წელს მიიღო 19 028,57 ლარი ( 18 000 ლარი იანვარ-მაისის და 1 028,57 ლარი არასრულად ნამუშევარი ივნისის თვის თანამდებობრივი სარგო)

2019 წელს სამსახურის უფროსის მოადგილე ნინო შატბერაშვილმა მიიღო 30 060,80 ლარი (1260,8 ლარი არასრულად ნამუშევარი იანვრის თვის და 28800 ლარი თებერვალ-სექტემბრის).

სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ჩიფჩიურს მიღებული აქვს 15 157.89 ლარი (757.89 ლარი არასრულად ნამუშევარი აპრილის თვის და 14400 ლარი მაის-სექტემბრის თანამდებობრივი სარგო)

სამსახურის უფროსის მოადგილე ვახტანგ გიორხელიძეს მიღებული აქვს 12 240 ლარი (1440 ლარი არასრულად ნამუშევარი ივნისის თვეში და 10800 ლარი ივლის-სექტემბერში).

წლების მიხედვით სამსახურის უფროსის, მისი პირველი მოადგილის და სამი მოადგილის მიერ მიღებული ხელფასის ოდენობა ასეთია:

2017 წელი – 225 330 ლარი
2018 წელი – 188 624,22 ლარი
2019 წლის 9 თვე – 125 498,69 ლარი

სამსახურის უფროსის და მისი მოადგილეებს მიერ 2017-19 წლებში აღებული ხელფასის რაოდენობის შემცირება განპირობებულია რომელიმე თანამშრომლის სამსახურიდან განთავისუფლების შემდეგ ადგილმონაცვლის მიერ მისი პოზიციის არამომენტალური დაკავებით და არა მათი ხელფასები შემცირებით. ხუთივე თანამდებობის სრულად დაკავების შემთხვევაში მათზე გაცემული ხელფასის ოდენობა 2018 წელს 223 200 ლარი იქნებოდა, ხოლო 2019 წელს, დარჩენილ 3 თვეში მხოლოდ თანამდებობრივი სარგოს გაცემის შემთხვევაში – 224 250 ლარი

2017 წელს სამსახურის უფროსის, მისი პირველი მოადგილის და მოადგილეების მიერ შიგა მივლინებების დროს დახარჯულმა თანხამ შეადგინა 6 340 ლარი (2 440 ლარი სამსახურის უფროსი; 1265 ლარი – სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე; 2635 ლარი სამსახურის უფროსის ორი მოადგილე ერთად)

2018 წელს სამსახურის უფროსის, მისი პირველი მოადგილის და მოადგილეების მიერ შიგა მივლინებებზე დახარჯული თანხა 1 835 ლარი ტოლია (610 ლარი სამსახურის უფროსები ერთად; 840 ლარი სამსახურის უფროსის მოადგილე; 385 ლარი – სამსახურის უფროსის მოადგილე)

2019 წლის სექტემბრის ჩათვლით სამსახურის უფროსმა, მისმა პირველმა მოადგილემ და მოადგილეებმა შიგა მივლინენებში გახარჯეს 1017 ლარი (397 ლარი – სამსახურის უფროსი; 90 ლარი – სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე; 530 ლარი სამსახურის უფროსის სამი მოადგილე ერთად). მანდატურის სამსახურის ვებ-გვერდზე არსებული მონაცემების თანახმად, 2019 წელს შიგა მივლინებებზე შტატში მყოფი სხვა თანამშრომლების მიერ გახარჯულია 32 297.50 ლარი

გარე მივლენებებზე დახარჯული თანხა 2017 წელს იყო 7 118,90 ლარი (სამსახურის უფროსი, ივლისი), 2018 წელს 0.00 ლარი, ხოლო 2019 წლის სექტემბრის ჩათვლით კი 9 712.83 ლარი( სამსახურის უფროსის მოადგილე, მაისი – 4 696,00 ლარი; ივნისი – 5 016.83 ლარი). მანდატურის სამსახურის ვებ-გვერდზე არსებული მონაცემების თანახმად, 2019 წელს ქვეყნის გარეთ მივლინებებზე შტატში მყოფი სხვა თანამშრომლების მიერ გახარჯულია 19 425.66 ლარი. ქვეყნის გარეთ მივლინებების ხარჯის 50% სამსახურის უფროსის მოადგილის ორ მივლინებაზე მოდის.

საშტატო ერთეული:

“აიპრესისთვის” მოწოდებული პასუხის თანახმად, დღეის მდგომარეობით სსიპ – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურში 1602 თანამშრომელია, საიდანაც 77 წარმოადგენს შტატით გათვალისწინებულს, 1525 შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებულს. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული 1 525 თანამშრომლიდან 1 453 არის მანდატური.

შტატში მყოფ 77 თანამშრომელზე 2017 წლის 9 თვეში ხელფასის სახით გაიცა 858 527.28 ლარი (851 777.28 – თანამდებობრივი სარგო და 6 750 ლარი დანამატი). ხელფასის საშუალო ოდენობამ შეადგინა 94 641.92 ლარი/თვეში ანუ  საშუალოდ 1238.86 ლარი/თვეში შტატით გათვალისწინებულ ერთ თანამშრომელზე.

შტატგარეშე დასაქმებული1525 თანამშრომლის (მათგან 1453 მანდატურია) სახელფასო ხარჯი 2019 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით სულ იყო 8988846.77 ლარი (8922528.67 ლარი თანამდებობრივი სარგო და 66318.10 ლარი დანამატი).

ხელფასის საშუალო თვიურმა ოდენობამ შეადგინა 998 760.75 ლარი ანუ საშუალოს 654.93 ლარი ერთ შტატგარეშე თანამშრომელზე.

მანდატურის სამსახურის ვებ-გვერდზე 2019 წლის გასული სამი კვარტლის სარგოს, დანამატების და ფულადი ჯილდოს შესახებ არსებული ინფორმაციის “აიპრესისთვის” გადმოგზავნილ ანალოგიურ ინფორმაციასთან შედარებისას მათ შორის განსხვავება ფიქსირდება. კერძოდ, ვებ-გვერდის თანახმად, სარგოს, დანამატების და ფულადი ჯილდოს სახით გაცემულია 971 6446.34 ლარი (Iკვ – 3033056.80 ლარი; IIკვ –  3224836.44 ლარი; IIIკვ –  3458553.10), ხოლო მოწოდებული ექსელის ცხრილების თანახმად კი 984 7374.05 ლარი (Iკვ – 3111705.00 ლარი; 3289091.49 ლარი; IIIკვ – 3446577.56 ლარი). განსხვავება შეადგენს 130927.05 ლარს.

მასალა დაამუშავა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად