მანჩო გიორგობიანი: კარგად მახსოვს, როგორ გადაარჩინა ღარიბაშვილმა სააკაშვილი ეროვნულ ბიბლიოთეკაში

“ვისზე რას ლაპარაკობენ ესენი? ნაცმოძრაობა? მე პირადად მახსოვს, ღარიბაშვილმა როგორ გადაარჩინა მიხეილ სააკაშვილი, რომელიც შედიოდა ეროვნულ ბიბლიოთეკაში” – განაცხადა დიანა ტრაპაიძის გადაცემაში სამოქალაქო აქტივისტმა მანჩო გიორგობიანმა.

მისი თქმით, “ნაციონალურ მოძრობას” საზოგადოების სახელით ლაპარაკის უფლება არ აქვს, რადგან მათი ერთადერთი მიზანია ნებისმიერი გზით მოხვდნენ ხელისუფლებაში. მან გაიხსენა მიხეილ სააკაშვილთან და ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებული ეპიზოდი ეროვნულ ბიბლიოთეკაში.

“მე პირადად მახსოვს, ღარიბაშვილმა როგორ გადაარჩინა მიხეილ სააკაშვილი, რომელიც შედიოდა ეროვნულ ბიბლიოთეკაში, რომელსაც მიუცვივდა ათასობით ადამიანი და გადაკეტეს ბიბლიოთეკა. სწორედ ღარიბაშვილმა განმუხტა იქ სიტუაცია, თორემ საშინელება დატრიალდებოდა” – განაცხადა მანჩო გიორგობიანმა.

“ნაციონალური მოძრაობა” ანტისაოკუპაციო რეჟიმზე რომ ლაპარაკობს, მეცინება. სააკაშვილი და “ნაციონალური მოძრაობა, რომლებმაც რუსებს ჩააბარეს ტერიტორიები, ყველა სტრატეგიული ობიექტი, კონსტიტუცია შეცვალეს, მთელი ენერგეტიკა რუსეთს ჩააბარეს და გაზსადენსაც აძლევდნენ, ამერიკელებს რომ ისტერიკა არ დამართნოდათ” – განაცხადა სამოქალაქო ატივისტმა მანჩო გიორგობიანმა დიანა ტრაპაიძესთან გადაცემაში.

მანჩო გიორგობიანის თქმით, ეს ხალხი რომ გავრილოვის ღამეზე ლაპარაკოსბ უკვე ძალიან სასაცილოა.

“მერე კიდევ უკვირთ, რატომ ვერ შეკრიბა 22-მდე პარტიამ 6 000 ადამიანზე მეტი მოედანზე და რატომ არ აქვთ საზოგადოებრივი მხარდაჭერა? იმიტომ არ აქვთ, რომ არავის სჯერა არც მათი საოკუპაციო მიტინგის, არც მათი ეროვნული განცხადებების და რამის ყვირილის, არც მათი პატრიოტიზმის…

22 პარტიის შეკრებილი 20 000 ადამიანი ძალიან სასაცილოა, როცა ზუსტად იმდენი შეკრიბა ერთმა ირმა ინაშვილმა. “ნაციონალური მოძრაობა” საზოგადოების სახელით ვერასდროს დაილაპარაკებს! მათი ბრძოლა არის ხელისუფლებისთვის და ამ მიზნის მისაღწევად პატარა ბავშვები აიფარეს ამბრაზურასავით” – განაცხადა მანჩო გიორგობიანმა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად