„მანჩესტერ სიტიმ” ზედიზედ 21-ე შეხვედრა მოიგო

ინგლისის პრემიერლიგაში 27-ე ტურის პირველი შეხვედრა გაიმართა

გათამაშების ერთპიროვნულმა ლიდერმა „მანჩესტერ სიტიმ” „ეტიჰედ სტედიუმზე” ვულვერჰემპტონის „ვულვერჰემპტონ უონდერერსი” მიიღო.

შეხვედრა, როგორც მოსალოდნელი იყო, „ქალაქელების” უპირატესობით წარიმართა, თუმცა მათ პირველ ტაიმში გოლი თავად ვერ გაიტანეს ერთადერთი ბურთით დაწინაურება „მგლების” ბელგიელი მცველის, ლეანდერ დენდორკერის მიერ მე-15 წუთზე საკუთარ კარში გატანილი გოლით შეძლეს.

შეხვედრის მეორე ნახევრის დაწყებიდან 15 წუთი იყო გასული, როდესაც „მგლებმა” მეორე გოლი, ამჯერად მასპინძელთა კარში გაიტანეს და ანგარიში გაათანაბრეს. გატანილი გოლის ავტორი სტუმართა გუნდის ნახევარმცველი კონორ კოუდი იყო.

საყაიმო ანგარიში მე-80 წუთამდე არ შეცვლილა და სენსაციამდე თითქმის აღარაფერი რჩებოდა, როდესაც ჯერ გაბრიელ ჯესუსმა დააწინაურა „ქალაქელები”, შემდეგ რიად მაჰრეზმა (90 წუთზე) გაზარდა ანგარიშში სხვაობა და ბოლოს, ისევ გაბრიელ ჯესუსმა (90+3 წუთზე) დააფიქსირა საბოლოო ანგარიში – 4:1.

„მანჩესტერ სიტიმ” პრემიერლიგაში ზედიზედ მე-15, სულ კი ზედიზედ 21-ე შეხვედრა მოიგო.

1. „მანჩესტერ სიტი” – 27 → 65
2. „მანჩესტერ იუნაიტედი” 26→ 50
3. „ლესტერი” – 26 → 49
4. „ვესტ ჰემ იუნაიტედი” 26 → 45
5. „ჩელსი” 26 → 44

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...