„მანჩესტერ სიტიმ” მოიგო და ლიდერებს მიუახლოვდა, „ტოტენჰემ ჰოტსპური” აუტსაიდერთან ფრეს დასჯერდა

ინგლისი პრემიერლიგაში ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენლები აუტსაიდერთა რიგებში მყოფ გუნდებს მასპინძლობდნენ.

„მანჩესტერ სიტიმ” პირველი ტაიმის მიწურულს შეძლო ყრუ დაცვაში მყოფი „ბრაიტონ ენდ ჰოუვ ალბიონის” კარის აღება (ფილ ფოდენი, 44-ე წთ).

მეორე ტაიმში მასპინძლებს რამდენიმე მომენტი ჰქონდათ, შეხვედრის 90+3 წუთზე კი სტუმართა კარში თერთმეტმეტრიანიც დაარტყეს (რაჰიმ სტერლინგი), მაგრამ ანგარიშიც გაზრდა ვერ მოახერხეს და მინიმალური სხვაობით გამარჯვებას დასჯერდნენ.

„ტოტენჰემ ჰოტსპურმა” „ფულჰემი” მიიღო. მასპინძლები 25-ე წუთზე ჰარი კეინის მიერ გატანილი გოლით დაწინაურდნენ, მაგრამ ანგარიშის შენარჩუნება ვერ შეძლეს. საპასუხო გოლი ივან კავალეირომ 74-ე წუთზე გაიტანა.

სატურნირო მდგომარეობა:

„მანჩესტერ იუნაიტედი” – 17 თ → 36 ქ

„ლივერპული” – 17 თ → 33 ქ
„მანჩესტერ სიტი” – 17 თ → 32 ქ
„ლესტერ სიტი” – 17 თ → 32 ქ
„ევერტონი” – 17 თ → 32 ქ
„ტოტენჰემ ჰოტსპური” – 17 თ → 30 ქ
„საუთჰემპტონი” – 17 თ → 29 ქ
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...