„მანჩესტერ სიტიმ” ლივერპულში „ლივერპულთან” 2003 წლის შემდეგ პირველად გაიმარჯვა

ინგლისის პრემიერლიგაში 23-ე ტურის შეხვედრები უახლოვდება დასასრულს

ტურის ცენტრალური შეხვედრა ახლახანს დასრულდა ლივერპულში, სადაც შარშანდელი ჩემპიონი „ლივერპული” წლევანდელი ჩემპიონატის ერთპიროვნულ ლიდერს, „მანჩესტერ სიტის” მასპინძლობდა.
 
„ენფილდზე” სამწლიანი წაუგებელი სერიის შემდეგ, 22 იანვრიდან დღემდე „ლივერპულმა” უკვე მესამედ განიცადა მარცხი და ლიდერთან შედარებით ერთით მეტი მატჩის ჩატარების შემდეგ ჩამორჩენა 10 ქულამდე გაიზარდა.
 

შეხვედრის პირველი ტაიმის 38-ე წუთზე მასპინძელთა კარში დანიშნული თერთმეტმეტრიანი ილკაი გუნდოგანმა კარს ზემოდან გადააცილა.

49-ე წუთზე ილქაი გიუნდოგანმა გამოისყიდა შეცდომა და გახსნა ანგარიში – 0:1.

63-ე წუთზე მოჰამედ სალაჰმა თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმით გათანაბრა ანგარიში  – 1:1.

 

73-ე წუთზე „ლივერპულის” ფეხბურთელთა შეცდომების სერიის შემდეგ ილქაი გიულდოგანმა მეორე გოლი გაიტანა – 1:2.

 

76-ე წუთზე ალისონ ბეკერის მორიგი შეცდომის შემდეგ რაჰიმ სტერლინგმა გაიტანა გოლი – 1:3.




ფილ ფოდენის მიერ 83-ე წუთზე გატანილმა გოლმა მატჩის საბოლოო ანგარიში და მასპინძელთა განადგურება დააფიქსირა – 1:4.

„მანჩესტერ სიტიმ”  ჩემპიონატის ზედიზედ  მე10 შეხვედრა მოიგო.

 
ტურის სხვა შეხვედრებიდან აღსანიშნავია „მანჩესტერ იუნაიტედის” მიერ ბოლო წუთზე ხელიდან გაშვებული მოგება “ევერტონთან” და „ტოტენჰემ ჰოტსპურის” გამარჯვება ზედიზედ სამი მარცხის შემდეგ.
 
„ასტონ ვილა” – არსენალი” 0:0
„ბარნლი” – „ბრაიტონ ენდ ჰოუვ ალბიონ” 1:1(0:1)
„ნიუკასლ იუნაიტედი” – „საუთჰემპტონი” 3:2(3:1)
„ფულჰემი” – „ვესტ ჰემ იუნაიტედი” 0:0
„მანჩესტერ იუნაიტედი” – „ევერტონი” 3:3(2:0)
„ტოტენჰემ ჰოტსპური” – „ვესტ ბრომვიჩ ალბიონი” 2:0(0:0)
„ვულვერჰემპტონ უონდერერსი” – „ლესტერ სიტი” 0:0
„ლივერპული” – „მანჩესტერ სიტი” 1:4(0:0)
 
„შეფილდ იუნატედის” და „ჩელსის” შეხვედრაში პირველი ტაიმის შემდეგ „ჩელსი” 43-ე წუთზე მეისონ მაუნთის მიერ გატანილი გოლით  დაწინაურდა. 55-ე წუთზე ანტონიო რიუდიგერმა გაათანაბრა ანგარიში, 58-ე წუზე კი ჟორჟინიომ პენალტიდან მე-2 გოლი გაიტანა მასპინძელთა კარში. შეხვედრის დასრულებამდე 22 წუთია დარჩენილი.
 
„ლიდს იუნაიტედი” და „კრისტალ პალასი” ჯერ არ დაწყებულა.
 
„მანჩესტერ სიტი” – 22 თ → 50 ქ
„მანჩესტერ იუნაიტედი” – 23 თ → 45 ქ
„ლესტერი” – 23 თ → 43 ქ
„ლივერპული” – 23 თ → 40 ქ
„ვესტ ჰემ იუნაიტედი” – 23 თ → 39 ქ
„ჩელსი” – 23 თ → 37 ქ
„ევერტონი” – 21 თ → 37 ქ
„ტოტენჰემ ჰოტსპური” – 22 თ → 36 ქ
„ასტონ ვილა” – 21 თ → 35 ქ
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...