„მანჩესტერ სიტიმ” ჩემპიონატში ზედიზედ მე-9 შეხვედრა მოიგო, „ლივერპული” სახლში აუტსაიდერთან დამარცხდა

ინგლისის პრემიერლიგაში 22-ე ტურის ათიდან ცხრა შეხვედრა დასრულდა

პრემიერლიგის შარშანდელმა გამარჯვებულმა „ლივერპულმა” გასავარდნ ზონასთან ყველაზე ახლო მდგომ „ბრაიტონ ენდ ჰოუვ ალბიონს” უმასპინძლა. გასვლაზე ლიდერთა ჯგუფის წევრებთან ორი დამაჯერებელი მოგების შემდეგ ჩემპიონმა შინ აუტსაიდერთან გოლის გატანა ვერ შეძლო, თავად კი სტივენ ალზეიტისგან გაუშვა შეხვედრის 56 წუთზე და დამარცხდა 0:1.

ახლახანს დასრულებულ კიდევ ერთ შეხვედრაში „ვესტ ჰემ იუნაიტედმა” გასვლაზე „ასტონ ვილა” დაამარცხა. გოლები გაიტანეს „ვეტ ჰემ იუნაიტედიდან” ტომაშ სოუჩეკი (51′, 0:1), და ჯესი ლინგარდი (51′, 0:2, 83′, 1:3), „ასტონ ვილადან” ოლი უოტკინსმა (83′, 1:2)

„შეფილდ იუნაიტედი” – „ვესტ ბრომვიჩ ალბიონი” 2:1(0:1)
„ვულვერჰემპტონ უონდერერსი” – „არსენალი” 2:1(1:1)
„მანჩესტერ იუნაიტედი” – „საუთჰემპტონი” 9:0(4:0)

საუთჰემტონელთა შვეიცარიელი ნახევარმცველი, 19 წლის ალექსანდრ იანკევიცი შეხვედრის დაწყებიდან 79 წამის შემდეგ გააძევეს მინდვრიდან. შეხვედრის 86-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 6:0 იყო, „წმინდანების” მცველი, პოლონელი იან ბედნარეკი, რომელმაც პირველი ტაიმის 34-ე წუთზე საკუთარ კარში გაიტანა გოლი, 86-ე წუთზე გააძევეს.

მინდვრიდან გაძევებული იანკევიცი მოგვიანებით სოციალურ ქსელებში რასისტული თავდასხმის მსხვერპლი გახდა. „საუთჰემპტონმა” დაგმო გულშემატკივართა საქციელი და სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მაიმუნის სმაილების და რასისტული გამონათქვამების ავტორთა შესახებ ჰემფშირის საგრაფოს პოლიციას აცნობა.

გოლები: აარონ ვან-ბისაკა (18′, 1:0), მარკუს რაშფორდი (25′, 2:0), იან ბედნარეკი (ს.კ. 34′, 3:0), ედისონ კავანი (39′, 4:0), ენტონი მარსიალი (69′, 5:0, 90′, 8:0), სკოტ მაკტომინეი (71′, 6:0), ბრუნუ ფერნადეში (პენალტი, 87′, 7:0), დანიელ ჯეიმსი (90′, 9:0)

„ნიუკასლ იუნაიტედი” – „კრისტალ პალასი” 1:2(1:2)
„ბარნლი” – „მანჩესტერ სიტი” 0:2(0:2)

„მანჩესტერ სიტიმ” ჩემპიონატის ზედიზედ მე-9 შეხვედრა მოიგო. გოლები გაბრიელ ჯესუსმა (3′) და რაჰიმ სტერლინგმა (38′) გაიტანეს.

„ფულჰემი” – „ლესტერი” 0:2(0:2)
„ლიდს იუნაიტედი” – „ევერტონი” 1:2(0:2)
„ჩელსი” – „ვულვერჰემპტონ უონდერერსი” 0:0
„ბრაიტონ ენდ ჰოუვ ალბიონ” – „ფულჰემი” 0:0
„ევერტონი” – „ლესტერი” 1:1(1:0)
„ასტონ ვილა” – „ვესტ ჰემ იუნაიტედი”
„ლივერპული” – „ბრაიტონ ენდ ჰოუვ ალბიონ”

დღეს, ტურის ბოლო შეხვედრაში, „ტოტენჰემ ჰოტსპური” „ჩელსის” უმასპინძლებს.

„მანჩესტერ სიტი” 21 თ → 47 ქ
„მანჩესტერ იუნაიტედი” 22 თ → 44 ქ
„ლესტერ სიტი” 22 თ → 42 ქ
„ლივერპული” 22 თ → 40 ქ
„ვესტ ჰემ იუნაიტედი” 22 თ → 38 ქ
„ევერტონი” 20 თ → 36 ქ
„ტოტენჰემ ჰოტსპური” 20 თ → 33 ქ
„ჩელსი” 21 თ → 33 ქ
„ასტონ ვილა” 20 თ → 32 ქ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...