„მანჩესტერ სიტი” ევროპის ჩემპიონთა ლიგის პირველი ფინალისტია

მანჩესტერში, „ეტიჰად სტადიუმზე”, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის „მანჩესტერ სიტის” და „პარი სენ-ჟერმენ” წყვილის განმეორებითი შეხვედრა დასრულდა

„პარკ დე პრენსზე” შეხვედრის 2:1 მოგების შემდეგ შეხვედრის პირველი ნახევრის მეთერმეტე წუთზე „პარი სენ-ჟერმენის” კარში რიად მეჰრეზის მიერ გატანილმა გოლმა „მანჩესტერ სიტის” მდგომარეობა განამტკიცა და მათ, მიუხედავად იმისა, რომ ბურთის ფლობის მხრივ უპირატესობა სტუმრებს დაუთმეს, მშვიდად, ზედმეტი გამწვავების გარეშე დაასრულეს ტაიმი თავიანთ სასარგებლოდ.

შეხვედრის 64-ე წუთზე რიად მეჰრეზი მატჩში მეორე, ორი მატჩის ჯამში კი მესამე გოლის ავტორი გახდა.

69-ე წუთზე არბიტრმა ანხელ დი მარია გააძევა მინდვრიდან და 10 კაცით დარჩენილი პარიზელებისთვის მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში გამარჯვება ძნელად აღსასრულებელ ოცნებად იქცა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...