“მანჩესტერ იუნაიტედმა” სეზონი საკუთარ მოედანზე შოკური წაგებით დაიწყო

ინგლისის პრემიერ ლიგაში მე-2 ტურის შეხვედრები გაიმართა

“მანჩესტერ იუნაიტედი” “ოლ ტრაფორდზე” “კრისტალ პალასს” მასპინძლობდა და ბუნებრივია, ფავორიტად მიიჩნეოდა, თუმცა ასე არ ფიქრობდნენ სტუმრები, რომლებმაც მასპინძლებს “შოკური დამარცხება” აწვნიეს.

სტუმრებმა ანგარიში პირველი ტაიმის მე-8 წუთზე გახსნეს (ტაუსენდი). 75-ე წუთზე “კრისტალ პალასმა პენალტიდან გაიტანა გოლი. 81-ე წუთზე ვან დე ბეეკმა ერთი გოლი გაქვითა და თამაშს ინტრიგა დაუბრუნდა, მაგრამ 85-ე წუთზე ყოფილი თანაგუნდელების კარი მეორედ აიღო  ზაჰამ და მანჩესტერელებს იმედი გადაუწურა.


პრემიერლიგის დღევანდელი, უკვე დასრულებული შეხვედრების შედეგები ასეთია:

“მაჩესტერ იუნაიტედი” – “კრისტალ პალასი” 1:3(0:1)

“ლიდს იუნაიტედი” – ფულჰემი 4:3 (2:1)

“ევერტონი” – “ვესტ ბრომვიჩ ალბიონი” 5:2 (2:1)

“ევერტონს” და “კრისტალ პალასს” ორიტურის შემდეგ ორ-ორი შემდეგ ორ-ორი გამარჯვება აქვთ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად